მთავარისაერთაშორისო

დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა

Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა – ამიერიდან ისინი შეძლებენ დასაქმდნენ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად, უსაფრთხო და ძლიერ ფლოტში, სადაც სრულიად დაცულია მეზღვაურის შრომითი უფლებები.

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის შესაბამისი მემორანდული უკვე გაფორმდა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაში. 

„სახელმწიფოს ძალისხმევის შედეგად მივაღწიეთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მიერ ჩვენი მეზღვაურების აღიარებას. ეს არის უდიდესი გამოწვევა და შესაძლებლობლობა ჩვენი კერძო სექტორისათვის – საკრუინგო კომპანიებისა და ქართველი მეზღვაურებისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი გაიხსნა“, – განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მისი სიტყვებით, ამ აღიარებით ქართველი მეზღვაურების დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები.

„ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია. ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა იოსელიანმა.

დიდ ბრიტანეთს მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტი ჰყავს (Deadweight tonnage basis). გაერთიანებული სამეფოს დროშით 1300-ზე მეტი გემი დაცურავს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close