მთავარისაზოგადოება

ეუეს-ი გადაწყვეტილებას გამოიტანს 2004 წელს სომეხი ოფიცრის მკვლელ რამილ საფაროვის შესახებ

26 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო  გამოიტანს გადაწყვეტილებას ნატოს პროგრამის ფარგლებში მონაწილე აზერბაიჯანელი ოფიცრის მიერ სომეხი ოფიცრის მკვლელობის შესახებ. 

განმცხადებლები არიან სომხეთის ორი მოქალაქე, ჰაიკ მაკუჩიანი და აწ გარდაცვლილი სამველ მინასიანი. ამჟამად  საქმეში მონაწილეობენ ბატონ მინასიანის ქვრივი და მისი შვილები.

2004 წლის 19 თებერვალს   ბუდაპეშტში  აზერბაიჯანელმა ოფიცერმა რამილ საფაროვმა  მძინარე მდგომარეობაში სომეხ ოფიცერს გურგენ მარგარიანს თავი ნაჯახით წასჭრა. ოფიცრები  მონაწილეობდნენ  ინგლისურენოვან კურსებზე, რომელიც ორგანიზებული იყო ნატო-ს „პარტნიორობა მშვიდობისათვის“  პროგრამის ფარგლებში. კიდევ ერთი სომეხი ოფიცრის მკვლელობის მცდელობა კი ლიკვიდირებული იქნა.

2012 წლის 31 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობამ საფაროვის   ექსტრადირება მოახდინა  აზერბაიჯანში, სადაც იგი მაშინვე გაათავისუფლეს და ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს, დააწინაურეს, უზრუნველყვეს საცხოვრებლით და შემოსავლით.  იმავე დღეს, სომხეთმა გამოაცხადა უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტის შესახებ.

ნახეთ მეტი
Back to top button