საზოგადოება

ინფექციის პრევენციის შესწავლის შესახებ საქართველოს წინადადება შესაძლებელია მიღებული იქნას: ლიანა თოროსიანი

საქართველოში ინფექციური დაავადებების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორმა  თენგიზ  ცერცვაძემ განაცხადა, რომ იგი მზად არის სომხეთს გაუზიაროს  საქართველოს გამოცდილება კორონავირუსთან ბრძოლაში და სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი და  სხვა დაინტერესებული პირები საქართველოში მოიწვიოს.  როგორც Armtimes.com იტყობინება, მიიღებთ თუ არა მოწვევას? ასეთი კითხვით მიმართეს სომხეთის  ჯანდაცვის სამინისტროს „დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის“ ინფექციურ დაავადებათა განყოფილების უფროსს ლიანა თოროსიანს. „შესაძლებლობები, რომლებიც დღეს საქართველოში ყალიბდება, სომხეთის რესპუბლიკაშიც არსებობს, რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს კონტროლის სისტემის გარკვეული თავისებურებები. თუ წინადადება მიიღება, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია“, – უპასუხა თოროსიანმა და აღნიშნა, რომ წინადადება მიმართულია სამინისტროს ხელმძღვანელობისადმი.

ნახეთ მეტი
Back to top button