პოლიტიკა

მზაკვრული გეგმა დასავლური კურსის შესაცვლელად – მეუფე ანტონის სკანდალურ ქადაგებას თეოლოგები აფასებენ

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ანტიდასავლური განცხადებები და წინასაარჩევნოდ გააქტიურებული ეკლესია – ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონის სკანდალურ ქადაგებას, რომელიც ქვეყნის პროდასავლური კურსის წინააღმდეგ იყო მიმართული, თეოლოგები აფასებენ.

მათი მოსაზრებით, მეუფე ანტონის უკან მთელი საპატრიარქო დგას, რომელიც, დიდი ალბათობით, ქადაგებაში მოყვანილ ფაქტებს იზიარებს. თეოლოგები მეუფე ანტონის ქადაგებას საგანგაშოს უწოდებენ და არ გამორიცხავენ, რომ მისი შინაარსი ხელისუფლებასთან შეთანხმებული ყოფილიყო.

პირადად ჩემთვის, ეს არის საგანგაშო გზავნილი, იმასაც თუ გავითალისწინებთ, რომ მეუფე ანტონი არაერთხელ ყოფილა ბრიუსელში, სხვა და სხვა დასავლურ ქვეყანაში და ჩვენ ვიცით მისი ინტერვიუები, როდესაც მას, ასე ვთქვათ, დასავლეთზე, ზოგადად, მის კურსზე დადებით კონტექსტში უსაბრია. საქმე იმაშია, რომ მისი ეს ცვლილება დაემთხვა სწორედ ეკლესიასთან დაკავშირებულ საკითხებს და მე ვფიქრობ, რომ სწორად ამან გამოიწვია გაღიზიანება მეუფე ანტონის და ქვეტექსტი ეს იყო, ჩემი აზრით, მისი ამ ქადაგების, რომ “აი, ხომ არ ჯობია, რომ შევიცვალოთ ეს კურსი.”

ეს არის ერთხელ და სამუდამოდ არჩეული ქართველი ხალხის მიერ დასავლური და როდესაც ეკლესიის იერარქი ქადაგებაში ამას ამბობს, ეს არის საგანგაშო გზავნილი და იციან რა მათი გავლენა მრევლის წევრებზე, თითქოს ერთგვარ ნიადაგს ამზადებენ, რომ ეს დასავლური კურსი შეიცვალოს და მონური დამოკიდებულება აღდგეს რუსეთთან. ეს არის ძალიან მზაკვრული გეგმა, – აცხადებს თეოლოგი ზვიად ცაბაძე.

ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის შესაძლო შეთანხმებაზე საუბრობს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილიც.

ადამიანმა ქვეყნის კონსტიტუციაში ასახული პოლიტიკური კურსი დააყენა ეჭვქვეშ და მოითხოვა რეფერენდუმი ფაქტიურად და დღემდე მე შეფასება არ წამიკითხავს მთავრობის მხრიდან არც კრიტიკული და არც პოზიტიური. საპატრიარქოს დუმილიც არის ერთ-ერთი ამგვარი მინიშნება, იმიტომ, რომ საპატრიარქო რომ არ თვლიდეს ამ განცხადებას უდროოდ, მაშინ იტყოდა, რომ ეს კერძო განცხადებაა და სახელმწიფოსა და  ეკლესიას შორის ჰარმონიას საფრთხე არ ემუქრებაო.

ჩანს აქ კარგად, ანუ საპატრიარქო რეაგირებს მხოლოდ ამ საკითხზე თუ ის ხედავს, რომ რაღაც დისონანსი არის საპატარიარქოსა და მთავრობას შორის, დანარჩენი არაფერი აინტერესებს, მაგრამ როგორც ჩანს,  საპატრიარქო ამას ასე არ აღიქვამს, ანუ რაღაცა თანხმობა იქ არის და არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხმობა შედგა სწორედ ამ ტყეების გადაცემის წინა შეხვედრებში, – ამბობს გამრეკელაშვილი.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close