პოლიტიკა

საქართველომ განაცხადა, რა შემთხვევაში დაუბრუნებს ელჩს კიევს

სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.

ერევანი – Sputnik. საქართველომ კიევს აცნობა, თუ რა შემთხვევაში დააბრუნებს თავის ელჩს, რომელიც ადრე გამოიწვეულ იქნა მიხეილ სააკაშვილის ეროვნული რეფორმების საბჭოში დანიშვნის გამო.

,,ინტერპრესნიუს“-ის ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი თვალყურს ადევნებს სააკაშვილის საქმიანობას და შეაფასებს უკრაინის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სამინისტროში არ განაცხადეს, თუ რა ნაბიჯებს ელოდება თბილისი კიევისგან, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ელჩის გამოწვევა არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას.

თბილისმა ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე კიევიდან გამოიწვია, როდესაც  პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილის ეროვნული რეფორმების საბჭოში დანიშვნის შესახებ. საქართველოში სააკაშვილს დაუსწრებლად სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა გაერთიანებული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმით და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის საქმით. თბილისი კიევისგან მოითხოვს, რომ მოახდინოს პოლიტიკოსის ექსტრადირება.

შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ 2015 წელს სააკაშვილი მიიწვია უკრაინაში, მას მოქალაქეობა მიანიჭა და ის ოდესის რეგიონის უფროსად დანიშნა. 2017 წლის ივლისში პოროშენკომ მას მოქალაქეობა ჩამოართვა, ხოლო მოგვიანებით, სააკაშვილი უკრაინიდან განდევნეს. არჩევის შემდეგ ზელენსკიმ გააუქმა წინა პრეზიდენტის გადაწყვეტილება.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close