საზოგადოება

ხვალიდან Euronews საქართველო საცდელ მაუწყებლობას იწყებს

News.on.ge. ხვალიდან, 26 მაისიდან Euronews საქართველო საცდელ მაუწყებლობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიამ საკუთარ ფეისბუქზე გაავრცელა. ევრონიუსი ეთერში საერთაშორისო ფორმატით გავა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აგვისტოს დასაწყისიდან მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სრულფასოვანი ევრონიუსი იხილოს.

“ევრონიუსი ცნობილი ბრენდია და სოლიდური რეპუტაციით სარგებლობს. მისი მაუწყებლობა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ჟურნალისტიკასთან ასოცირდება, ეს ევრონიუს საქართველოზეც ვრცელდება. ევრონიუსი თავისი ჟურნალისტების მიერ შექმნილ შინაარსს გაუზიარებს ევრონიუს საქართველოს და მას ქართული სიუჟეტებიც დაემატება”, — წერია განცხადებაში.

ევრონიუსი საქართველო აღნიშნავს, რომ თავის მხრივ Euronews-იც ისარგებლებს მისი ქართული წარმომადგენლობის მიერ შექმნილი სიუჟეტებით.

Euronews საქართველო გასული წლის სექტემბერში ევროპის წამყვანმა საერთაშორისო ახალი ამბების არხმა, ევრონიუსმა და საქართველოს სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, სილქნეტმა დააფუძნეს.

ნახეთ მეტი
Back to top button