მთავარისაზოგადოება

26 მაისი არის სარდარაპატის ბრძოლაში გამარჯვების დღე

News.am. 26 მაისს სომხეთში აღინიშნება სარდარაპატის ბრძოლაში გამარჯვების დღე, ბრძოლა პირველი მსოფლიო ომის დროს (1914-1918), რომელიც მოხდა 1918 წლის 21-28 მაისს, ერთის მხრივ, რეგულარულ სომხურ არმიასა და საერთაშორისო ჯარებს, და მეორეს მხრივ, აღმოსავლეთ სომხეთში შეჭრილ თურქ დამპყრობლებს შორის. ბრძოლა მოხდა ქალაქ ჰოკტემბერიანის სიახლოვეს, სადგურ სარდარაპატის მახლობლად. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა დატოვეს პირველი მსოფლიო ომის დროს დაკავებული დასავლეთ სომხეთის რეგიონები.  ისარგებლა რა ამით, თურქეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დაებრუნებინა არა მხოლოდ  დასავლეთ სომხეთი, არამედ ოკუპაციაში მოემწყვდია აღმოსავლეთ სომხეთი და მთელი ამიერკავკასია.

1917 წელს გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარღვევით, თურქული ჯარები თავს დაესხნენ და დაიპყრეს ერზნკა, ერზრუმი, სარიღამიში, ყარსი, ხოლო 15 მაისს ალექსანდროპოლი (გიუმრი). კავკასიის ფრონტზე მოქმედი კორპუსი შედგებოდა სამი არასრული დივიზიისაგან. სომხებმა, რაოდენობით რამდენჯერმე უფრო დიდი მტრის ზეწოლის ქვეშ, უკან დაიხიეს. ვიბიბ ფაშას მეთაურობით 100000-კაციან თურქულ არმიას წინააღმდეგობას უწევდა 20 000-კაციანი ჯარისკაცებისა და ოფიცრებისგან შემდგარი სომხური ჯარი, რომელიც  შეიარაღებული იყო ძველი რუსული არმიის თოფებით და ტყვიამფრქვევებით. იმდენივე იყო მოლაშქრეები და დამხმარე ჯარის მებრძოლები. ჯარების მეთაური იყო პოლკოვნიკი დანიელ ბეკ-ფირუმიანი. თურქები არაქსის ველით დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ერევნის მიმართულებით მოძრაობდნენ. დანიელ ბეკ-ფირუმიანი მათ დახვდა ეჩმიაძინის გარეუბანში, რამდენიმე წარმატებული დარტყმით დაამარცხა ისინი და უკან მოისროლა.

სარდარაპატის გამარჯვებას სომხეთისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. არარატის ველის ჩრდილოეთ ნაწილში სომეხი მოსახლეობა გადაურჩა თურქეთის გენოციდს, აღმოსავლეთ სომხეთის დიდი ნაწილი გადარჩა თურქების დაპყრობისაგან და შეიქმნა პირობები სომეხთა სახელმწიფოებრიობის აღდგენისთვის. 1918 წლის 28 მაისს გამოცხადდა სომხეთის რესპუბლიკა.

1918 წლის 26 მაისს, სარდარაპატის ბრძოლაში გამარჯვების და თურქული ჯარის დამარცხების საპატივცემულოდ, დამკვიდრდა ხსოვნის დღე, ხოლო ბრძოლის 50 წლის იუბილეზე, 1968 წლის მაისში, ერევნიდან არც თუ ისე შორს, გაიხსნა სარდარაპატის არქიტექტურული კომპლექსი, რომლის ავტორია გამოჩენილი არქიტექტორი ისრაელიანი.

ნახეთ მეტი
Back to top button