ეკონომიკა

ავიაკომპანია ,,არმენია“ აუქმებს ყველა დაგეგმილ რეისს

,mamul.am.” ავიაკომპანია ,არმენია“-მ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა განცხადება, სადაც ნათქვამია: ”ძვირფასო მგზავრებო,
კორონავირუსის დაავადებასთან (COVID-19) დაკავშირებული მოვლენების განვითარების გამო, ავიაკომპანია ,არმენია“ აუქმებს ყველა რეგულარულ რეისს 13 ივნისის ჩათვლით.
ერევანი-ლიონი-ერევანი,
ერევანი-თელ ავივი-ერევანი,
ერევანი-ვორონეჟი-ერევანი,
ერევანი-მინერალნიე ვოდი-ერევანის მიმართულებით.
ერევანი-მოსკოვი-ერევანი და ერევანი-თბილისი-ერევანი ყველა ფრენა გაუქმდება 30 ივნისის ჩათვლით.

გაცნობებთ, რომ გაუქმებული ფრენების ყველა მგზავრს ეძლევა გარანტია (ვაუჩერი), რომ გამოუყენებელი ავიაბილეთის ღირებულება ითვლება გაყინულად ავიაკომპანია ,არმენია“-ში და გამოყენებას ექვემდებარება ერთი წლის განმავლობაში.
გთხოვთ, ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected], გაგზავნოთ წერილი  ვაუჩერის მოთხოვნით, საგნის ველში მითითებით “გაუქმებული ფრენის ავიაბილეთის ვაუჩერი”.
თუ ვაუჩერს ერთი წლის განმავლობაში არ გამოიყენებთ, იგი ექვემდებარება სრულ ანაზღაურებას თქვენი განაცხადის საფუძველზე.
ძვირფასო მგზავრებო, გიხდით ბოდიშს ”.

ნახეთ მეტი
Back to top button