
სრ ეროვნული ასამბლეის სპიკერმა არარატ მირზოიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესთან.
ARAKHPRESS. ამის შესახებ იტყობინება სრ ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტი.
სატელეფონო საუბრის დროს, არარატ მირზოიანმა კოლეგას მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია ორ ქვეყანაში პანდემიის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული ზომებისა და არსებული ვითარების შესახებ.