მთავარისაზოგადოება
დღეს სომხეთში დაფიქსირდა კორონავირუსის 372 შემთხვევა

27 მაისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის 372 შემთხვევა და დაავადებულთა საერთო რიცხვმა მიაღწია 7774-ს, აქედან გამოჯანმრთელებულია 3255-ი. ამის შესახებ ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის ვებსაიტზე.
დღეისათვის რეალურად მკურნალობს 3842 პაციენტი. სულ 53 678 ტესტი ჩატარდა.
სომხეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისაგან გარდაიცვალა 7ადამიანი. სულ 98 ადამიანი დაიღუპა.