პოლიტიკა

ლავროვი. სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობა ძალზე მჭიდროა

Aysor.am. სომხეთთან ურთიერთობებს ჩვენ ვაფასებთ როგორც მოკავშირისას, კუხო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
”და ეს ეხება ურთიერთობებს კუხო-ს ფარგლებში და ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. ”სამხედრო თანამშრომლობა ძალიან, ძალიან მჭიდროა”, – თქვა ლავროვმა.
”თქვენ იცით, რომ სომხეთში არსებობს რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც მხარს უჭერს სტაბილურობას და უსაფრთხოებას რეგიონში. რაც შეეხება სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას, რომელსაც ჩვენ სომხეთის რესპუბლიკას ვაწვდით, აქ ასევე დავამყარეთ მჭიდრო და კონსტრუქციული თანამშრომლობა. ეს სამუშაო მუდმივი, ყოველდღიური და პროფესიონალურია. ამიტომ აქ არავითარი პრობლემა არ არის”,- აღნიშნა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close