ეკონომიკამთავარი

საქართველოსა და „გაზპრომს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეული იქნას რუსეთის მხარის სომხეთისადმი მიმართულ მესიჯად: ჯონი მელიქიანი

„ამ ეტაპზე  ვსაუბრობთ მიმდინარე ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა 2019 წლის დასაწყისში და დასრულდება ამ წლის 31 დეკემბერს. ხელშეკრულება ითვალისწინებს რუსული გაზის ტრანზიტს საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში, რომლის სანაცვლოდ საქართველო იღებს ფინანსურ კომპენსაციას.

ხელშეკრულების მეორე ნაწილი უკავშირდება კომერციული გაზის შეძენის შესაძლებლობას. არის განსაზღვრული თანხა, რომლითაც ქართულ მხარეს შეუძლია შეიძინოს შეზღუდული რაოდენობით კომერციული გაზი „გაზპრომიდან“ ორი წლის განმავლობაში. იმის გამო, რომ ნავთობის ბაზარზე ადგილი აქვს ფასების ვარდნას.  მან ასევე  გავლენა მოახდინა გაზის ბაზარზეც,  ამიტომ რუსეთი აწვდის გაზს ევროპულ კომპანიებს შედარებით დაბალ ფასად, გადახედეთ ფასების პოლიტიკას არსებულ ვითარებაში“, – ამის შესახებ განაცხადა  „სპუტნიკი არმენიას“ ეთერში ქართველმცოდნემ,  სომხეთის სახელმწიფო მენეჯმენტის  აკადემიის  რეგიონალური კვლევის ცენტრის მეცნიერ-მუშაკმა ჯონი მელიქიანმა.

შეეხო რა  რუსეთსა და საქართველოს შორის ხელმოწერილ გაზის ხელშეკრულებას ჯონი მელიქიანმა აღნიშნა,  ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია  ის პუნქტიც, რომელიც საერთაშორისო კონიუქტურის ცვლილების შემთხვევაში გაზის ტარიფების ხელახლა განხილვისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა.     საქართველოში გაზის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ხოლო მეორე მხრივ, აზერბაიჯანული შაჰდენიზის ექსპლუატაციის შეჩერების პირობებში, შეუძლებელია გაზის დამატებითი მარაგების შექმნა, ამიტომ წამოიჭრა რუსეთისათვის  მიმართვის მოტივაციაც.

იმის გამო, რომ ამჟამად მიმდინარეობს გაზის ირგვლივ ინტენსიური მოლაპარაკებები სომხეთსა და რუსეთს შორის  და ფასის ირგვლივ არ მიღწეულა შეთანხმება, მაინც ჯონი მელიქიანს მიაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება არ შეიძლება აღიქვას  რუსეთის მხარის სომხეთისადმი მიმართულ მესიჯად.  ის, რაც მხარეებმა მიაღწიეს მეზობელ ქვეყანაში  ჯდება მხოლოდ  რუსეთ-საქართველოს ჩარჩოებში,  ხოლო სომხეთს, თავის მხრივ, ცალკე შეთანხმება აქვს გაფორმებული რუსეთთან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ გადასინჯა მიმდინარე ხელშეკრულება „გაზპრომთან“  და მიაღწია შეთანხმებას იმპორტირებული გაზის ფასის შემცირების შესახებ. კომერციული საიდუმლოების მიზეზების გამო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა არ გაამჟღავნა ზუსტი ციფრები, მაგრამ აღნიშნა, რომ ბუნებრივი გაზის ფასი 15% -ით დაეცემა.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close