მთავარიპოლიტიკა

გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტმა გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა.

სომხეთის პრემიერის პრესსამსახურის განცხადებით მილოცვაში ნათქვამია:

„ძვირფასო, ნიკოლ

მინდა მოგილოცოთ დაბადების დღე და გისურვოთ ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო. წარმატებები თქვენს განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. ვსარგებლობ შემთხვევით, და ვიმედოვნებ, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მჭიდრო კავშირები და ურთიერთობა, რომელიც ტრადიცულ მეგობრობსა და ურთიერთგაგებას ემყარება, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნების ინტერსების გათვალისწინებით“, – ნათქვამია გიორგი გახარიას მისალოც წერილში.

მასში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს პრემიერი ღრმა პატივისცემას გამოხატავს სომხეთის პრემიერის მიმართ და გამოთქვამს მზაობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ, გულწრფელად გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას და ყველაფერს საუკეთესოს“,- ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წერილში.

სომხეთის პრემიერ-მინისტს ნიკოლ ფაშინიანს, რომელსაც დღეს 45 წელი შეუსრულდა კორონავირუსი აღმოაჩნდა, ოჯახის ოთხ წევრთან ერთად.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close