მთავარიპოლიტიკა

”ვაფასებ ჩვენს შორის კონსტრუქციულ დიალოგს”: პუტინმა და მიშუსტინმა ფაშინიანს მიულოცეს 45 წლის იუბილე

,,ერევანი- სპუტნიკი“ წერს რომ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს  სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს მიულოცა დაბადების დღე.
სომხეთის მთავრობის მეთაური 1 ივნისს აღნიშნავს 45 წლის იუბილეს.
სომხეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის ლიდერის მილოცვაში, კერძოდ, ნათქვამია:
”პატივცემულო ნიკოლ ვოვას ძევ, მიიღეთ ჩემი გულითადი მოლოცვები თქვენი დაბადების 45 წლის  იუბილესთან  დაკავშირებით! მე ვაფასებ იმ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს შორის. მსურს დავადასტურო ჩემი მზადყოფნა, გავაგრძელოთ მჭიდრო ერთობლივი სამუშაოები რუსეთ-სომხეთის საკავშირო ურთიერთობების, ასევე ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა, კუხოსა და დსთ-ში პარტნიორობის  გასაძლიერებლად”.
რუსეთის ლიდერმა სომხეთის პრემიერ-მინისტრს უსურვა ჯანმრთელობა, ბედნიერება, კეთილდღეობა და წარმატებები სახელმწიფო საქმიანობაში.

პრემიერ-მინისტრს დაბადების დღე მიულოცა რუსმა კოლეგამ მიხაილ მიშუსტინმაც. მან ხაზი გაუსვა მუდმივ ყურადღებას, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი იჩენს რუსეთთან მეგობრული და მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხში.

”მენეჯმენტის ხაზით მიიღება ეფექტური გადაწყვეტილებები, რომელიც მიზნად ისახავს სავაჭრო, ეკონომიკური და ინვესტიციური თანამშრომლობის განვითარებას. იქმნება პირობები ახალი სამეცნიერო, ტექნიკური, ჰუმანიტარული და სხვა პროექტების განსახორციელებლად”, – ნათქვამია მიშუსტინის მესიჯში.
მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სომხეთსა და რუსეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში. მიშუსტინი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით, მხარეებს შეეძლებათ გამოავლინონ არსებული დიდი პოტენციალი ეკონომიკურ თანამშრომლობაში.
აღსანიშნავია, რომ 1 ივნისს, მის დაბადდების დღეს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები კორონავირუსით დაინფიცირდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close