ეკონომიკა

თბილისი და ბათუმი “კოვიდ -19”-ის მხრივ 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ევროპული ტურისტული მიმართულებების სიაში აღმოჩნდნენ

,,თერთ.ამ“ წერს, რომ თბილისი და ბათუმი აღმოჩნდნენ “კოვიდ -19”-ის მხრივ 2020 წლის ყველაზე უსაფრთხო ევროპული ტურისტული მიმართულებების სიაში,  რომელიც შეადგინეს European Best Destinations (EBD) ტურისტული გზამკვლევის სპეციალისტებმა.
Новости-Грузия- ს მიხედვით, სიას სათავეში უდგას თბილისი, ხოლო ბათუმი მე -7 ადგილზე აღმოჩნდა. საერთო ჯამში, სარეიტინგო სიაში შევიდა 20 მიმართულება, რომლებიც ყველაზე უსაფრთხოა კოროვირუსის გავრცელების თვალსაზრისით.
როგორც აღინიშნება, ყველა ამ ქვეყანაში განსაკუთრებული პროტოკოლი იქნა დადგენილი ჰიგიენის და უსაფრთხოების ზომების შესანარჩუნებლად სასტუმროებში, რესტორნებსა თუ მაღაზიებში.
კიდევ ერთი უპირატესობაა საავადმყოფოებში ადგილების რაოდენობა. საქართველოში 1000 მოსახლეზე მეტი საავადმყოფო საწოლია ვიდრე შვედეთსა და დანიაში.

ჩამონათვალის ავტორები აღნიშნავენ, რომ შერჩეულმა მიმართულებებმა მოახდინეს ეპიდემიის გავრცელების შემცირება სწრაფი რეაგირების წყალობით.
გარდა საქართველოს ქალაქებისა, “კოვიდ -19” -ის თვალსაზრისით უსაფრთხო მიმართულებების სიაში შედიან კორფუ (საბერძნეთი), ზაგრები (ხორვატია), აზორის კუნძულები (პორტუგალია), პრევეზა (საბერძნეთი), სიბიუ (რუმინეთი), ვარშავა (პოლონეთი), ვენა (ავსტრია), მალტა, გდანსკი (პოლონეთი) და სხვა ქალაქები.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close