საერთაშორისო

ივანიშვილის სპეცოპერაცია აბასთუმანში, ოლიგარქმა პარაბოლას მთაზე ოქროს საბადოს მიაგნო

როგორც „გურიის მოამბე“ წერს, ვიდრე ქვეყანა კორონაპანიკაში იყო, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებაზე გადავიდა – “ნოდარ მელაძის შაბათმა” გაარკვია, რომ მთელი ამ პერიოდის მანძილზე სახელისუფლებო სისტემა მუშაობდა იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის მორგებული, აბასთუმნისკენ მიმავალი გზა გაეჭრა.

პროექტი 79 მილიონი ჯდება და მას ოლიგარქი ჩვენი ჯიბიდან, ანუ სახელმწიფო ბიუჯეტით იშენებს.

“ნოდარ მელაძის შაბათის” მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მაღალჩინოსნები ახალციხე, ბაღდათი – ქუთაისის დამაკავშირებელი საავტომობილო გზას სტრატეგიულ ობიექტად ასაღებენ.

უფრო კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვის მიერ ევროკავშირისთვის გადაგზავნილი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო აბასთუმნისკენ მიმავალ გზას ომის შემთხვევისას სტრატეგიულ ობიექტად ასაღებს.

ამასთან გზის მშენებლობას ბორჯომ-ხარაგაულის ხე-ტყე ეწირება. რადგან ეს უნიკალური ტყის საცავი ევროკავშირის ზედამხედველობის ქვეშ არის, სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ევროკავშირის წარმომადგენლების დარწმუნება, რომ გზის მშენებლობა ქართული სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

ოფიციალურ დოკუმენტებში ვკითხულობთ რომ საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული გზა გამოყენებულ იქნება სამხედრო ტვირთებისა და პირადი შემადგენლობის გადაადგილებისთვის.

რას ეძებს ივანიშვილი აბასთუმანში – პასუხი მარტივია, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პარაბოლას მთაზე ძალიან ბევრი და მაღალი სინჯის ოქროს მიაგნო.

პარაკოლოს მთა აბასთუმნიდან 20 კილომეტრში მდებარეობს.«უკან

ნახეთ მეტი
Back to top button
Close