მთავარისაზოგადოება

ფაშინიანმა თქვა როდის მიმართავენ საქართველოს კრონავირუსის საკითხით

სომხეთის  პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ეპიდემიის პირველივე დღიდანვე  ისინი აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოსთან და თვლიან, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან ეფექტურია.

”საქართველო ჩვენთვის ძმური ქვეყანაა და ასეთი მზადყოფნით გვათბობს.  რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საქართველოს  მხარდაჭერისათვის, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამის საჭიროება არ წარმოიქმნას”- თქვა ფაშინიანმა. ამის შესახებ  ცნობას აქვეყნებს „სპუტნიკი არმენია“.

როგორც მან თქვა, ურთიერთდახმარება დიდ როლს თამაშობს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებში. კერძოდ, სომხეთმა 2019 წელს წითელას ეპიდემიის  პერიოდში საქართველოს 30 000 დოზა ვაქცინა გადასცა.

”ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ ერთმანეთის გვერდით და მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს, ეპიდემია ეს  საერთო საფრთხეა”, – თქვა პრემიერ მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის საქართველოს ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ თუ სომხეთს რაიმე დახმარება სჭირდება, მათ შორის ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობის პროცესში,  საქართველო მზად არის დახმარებისათვისო.

მან ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას ხშორის  ხშირად ხდება მედიკამენტებისა და ვაქცინების გაცვლ , როცა ამის საჭიროება არსებობს.

ნახეთ მეტი
Back to top button
Close