საზოგადოება

შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით COVID-19-ზე სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარებას ვგეგმავთ

,,Newposts.ge ” წერს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით სეროპრევალენტობის კვლევის ჩატარება იგეგმება. მისივე თქმით, მანამდე, ისინი მსგავსი კვლევის ჩატარებას ტურისტულ ობიექტებში აპირებენ.

რაც შეეხება ბოლნისსა და თელავში ჩატარებულ სეროპრევალენტულ კვლევას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ იქ შემთხვევითი პრინციპით 150-150 მოზრდილი ადამიანი შეარჩიეს და ანტისხეულებსა და ანტიგენებზე სწრაფ ტესტებს ატარებდნენ. აქედან დადებითი პასუხი ბოლნისში ერთ ადამიანს დაუფიქსირდა, ხოლო თელავში არავის.

მისივე თქმით, შემოდგომაზე ქვეყნის მასშტაბით კლასიკური სეროპრევალენტური კვლევა ჩატარდება, სადაც უკვე რამდენიმე ათასი ადამიანი იქნება შერჩეული და სწრაფ ტესტებს აღარ გამოიყენებენ.

“ამას სჭირდება სერიოზული მომზადება. მანამდე იქნება ასეთი ოპერაციული სეროპრევალენტობის კვლევები რამდენიმე მუნიციპალიტეტებსა და დასახლებულ ადგილებში. კლასიკური [კვლევა] მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება არა უკვე სწრაფი არამედ სეროლოგიური მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია იმუნოფერმენტულ ანალიზზე ე.წ. ელაიზაზე, რომელიც იძლევა უფრო ზუსტ მონაცემებს უმუნოგლობულინ-G და უმუნოგლობულინ-M ანტისხეულების გავრცელებისა ქვეყანაში. ერთი მიუთითებს მწვავე რეაქციაზე, მეორე მიუთითებ გადატანილ დაავადებაზე. ეს იქნება შემოდგომაზე”, – განმარტავს გამყრელიძე.

ნახეთ მეტი
Back to top button