საზოგადოება

ზაქათალაში აზერბაიჯანელებმა ქართული ტაძარი ტუალეტად აქციეს: ნიკოლოზ მჟავანაძე

ქართველი  საზოგადო  მოღვაწე  და  ჟურნალისტი   ნიკოლოზ მჟავანაძე ტელეარხ “ობიექტივთან”  საუბარში აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების მდგომარეობის, მათი თავისუფლებებისა და უფლებების თემას შეეხო.  კერძოდ, ქართველმა ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ თავიანთ ისტორიულ მიწაზე, ამჟამად აზერბაიჯანის შემადგენლობაში, ლოცვის საშუალებაც კი არ აქვთ. ამის მაგალითად შეიძლება დასახელდეს  ზაქათალის მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც   აზერბაიჯანელები, მჟავანაძის თქმით, ტუალეტად იყენებენ.

მჟავანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში დიამეტრიულად საპირისპირო ვითარებაა დაფიქსირებული, სადაც ადგილობრივი აზერბაიჯანელები აგებენ  ჰეიდარ ალიევისა და ნარიმან ნარიმანოვის ძეგლებს, რომლებსაც საქართველოსთან არასდროს ჰქონიათ ურთიერთობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობის კორპორაცია (SOCAR) ფაქტობრივად ცდილობს ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება საქართველოში, ცდილობს მომხრეთა შესყიდვას.  

უნდა აღინიშნოს,  რომ აზერბაიჯანი პრეტენზის  აცხადებს ქართულ სამონასტრო კომპლექს დავით გარეჯზე, მიიჩნევს, რომ იგი არის ალბანური კულტურის ძეგლი, ამავ დროს, ზაქათალასა და კახში, სადაც ეთნიკური ინგილო – ქართველები ცხოვრობენ, ეკლესიები ავარიულ მდგომარეობაშია, ხოლო სასულიერო პირებს მათი აღდგენის ნებას არ აძლევენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში დაახლოებით 30 ათასი ქართველი-ინგილო ცხოვრობს, ზოგი მათგანი მუსლიმია.  ის ადგილები, სადაც ისინი ცხოვრობენ, ისტორიული საქართველოს ნაწილია და ერთ დროს ჰერეთს ეძახდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button