„ამან გადაარჩინა საქართველო“: ვან ბაიბურთი

გუშინ საინფორმაციო სააგენტომ lragir.am გამოაქვეყნა ინტერვიუ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მრჩეველთან, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწესთან ვან ბაიბურთთან. გთავაზობთ ამ ინტერვიუს.
ჩვენ დავინახეთ, რომ საქართველომ შესთავაზა სომხეთის ჯანდაცვის სისტემას თავისი გამოცდილების გაზიარების შესახებ. თქვენი აზრით, რა რჩევა შეიძლება მისცეს საქართველომ სომხეთს კორონავირუსთან ბრძოლის საკითხში?
თქვენ მიერ დასმული კითხვა შეიძლება სომხეთში სხვანაირად იქნას აღქმული, შეურაცხმყოფელიც კი იყოს. რა რჩევა უნდა მოგვცეს ქართველებმა, რა არის ეს, ჩვენ თვითონ ვერ მოვაგვარებთ პრობლემებს? იტყვიან ისიბი. ეს ამბიციები რომ არ ყოფილიყო და საქართველოსთან თანამშრომლობა უფრო პრაქტიკულად წარმართულიყო, დღეს შედეგი სხვა იქნებოდა. ჩვენ ძალიან ახლო ქვეყნები ვართ და თუ ხედავთ, რომ თქვენი მეგობარი კარგად მუშაობს, შეგიძლიათ ითანამშრომლოთ. პირველი დღიდანვე საქართველოს მაგალითის ჩვენება შეეძლო სომხეთისთვის, არა იმიტომ, რომ სომხეთში არ არსებობენ კარგი ეპიდემიოლოგები. სხვათა შორის, ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამბობს, რომ სომხეთში შესანიშნავი სპეციალისტები არიან. მე მგონია, ჩვენს ქვეყნებს შორის არ უნდა იყოს რაიმე ბარიერი და უარყოფითად არ იმოქმედოს ჩვენს თვითშეფასებაზე. ასეთ შემთხვევებში, ყველაფერი უნდა იქნეს დავიწყებული, თუ არსებობს ფრჩხილისოდენა შესაძლებლობაც, უნდა გაირკვეს, თუ რატომ ვერ ვერ მიდის ჩსომხეთში ყველაფერი კარგად, მაშინ როცა მეზობელ სახელმწიფოს შეუძლია რჩევის მოცემა. ამის ნაკლებობა იყო და ვფიქრობ, დეფიციტი ნელ-ნელა ქრება. თავად გამყრელიძემაც თქვა, რომ ის ესაუბრა თავის სომეხ კოლეგებს. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არაერთი ქართული ტელეარხი კვლავ უხეშად მოიხსენიებს სომხეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის არსენ ტოროსიანის განცხადებას, რაც, რა თქმა უნდა სასურველი არ არის. ზოგადად, ტელევიზიებში შეინიშნება სომხეთისადმი არამეგობრული დამოკიდებულების ტენდენცი, თუმცა გამყრელიძე თავის სიტყვაში მეტად მეგობრულად და პოზიტიურადაა განწყობილი.
შესაძლებელია თუ არა, რომ ამ განცხადების შემდეგ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობები დაიძაბონ?
არა, ეს არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ეს იყო ნათქვამი რაღაც მომენტში, წამის გავლენით, ხოლო ჩვენს ორ ერს შორის მეგობრობა მყარ საფუძველზეა დამყარებული, შეუძლებელია ჩვენს შორის შუღლის ჩამოგდება თუნდაც გენეტიკურ დონეზე. სომხებმა და ქართველებმა მიაღწიეს 21-ე საუკუნეს, რადგან მათ იციან, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ მიაღწევდნენ 21-ე საუკუნეს. თუ გადავხედავთ ისტორიის გვერდებს, ნახავთ, რომ ათასჯერ დიდი სახელმწიფოები გაქრა, მაგრამ პატარა სომხეთმა და საქართველომ შესძლეს სირთულეების გადალახვა და მიაღწიეს 21-ე საუკუნეს, რადგან სანამ ამ რეგიონში ერთად ვართ, ვერავინ შეძლებს ჩვენს დამარცხებას. არც ერთ ძალას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს მეგობრობაზე, ჩვენ ვიცით, რომ ახლა ჩვენს გვერდით არიან ქვეყნები, რომლებიც ოცნებობენ, თუ როდის შეირყევა სომხურ-ქართული მეგობრობა. ასე ხომ ჩვენი განადგურება უფრო ადვილი იქნება.
ახლა საქართველოში შეზღუდვები მოიხსნა, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსის ინფექციის გავრცელება უფრო გააქტიურდეს? მეორეს მხრივ, ბევრს ეჭვი ეპარება, რომ საქართველო გამოაქვეყნებს სწორ რიცხვებს ინფექციის შესახებ.
საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მალავს რეალურ ციფრებს. საქართველოში რაიმეს დამალვა შეუძლებელია, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მედია არის ისეთ დონეზე, რომ თუ მედია დაინტერესდება მეუღლეთა ცხოვრებით, შეუძლებელია იქნება მეუღლეთა ცხოვრების დეტალების დამალვაც კი. მეტრომ და ავტობუსებმა უკვე დაიწყეს საქართველოში მოძრაობა,მაგრამ 9 ივნისიდან უნდა გაიხსნას ქალაქთშორისო ტრანსპორტი. დიდი მოლები ჯერ არ არის გახსნილი, საქართველო არ ჩქარობს ამ საკითხებზე. ჩვენი ხელმძღვანელობა ძალიან ფრთხილად ეკიდება შეზღუდვების მოხსნას. საქართველოს რეგიონებში, მაგალითად, ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში, სადაც იყო დიდი გავრცელება, რიცხვები შემცირდა. მაგალითად, გუშინ 8 ადამიანი ახლად დაინფიცირდა, აქედან 6 ადამიანი კარანტინირებულია. ჩემი აზრით, საქართველოს მიღწევები სომხეთს უნდა ახარებდეს, რომ მეზობელმა ქვეყანამ შესძლო დადებითი შედეგებისაღრიცხვა. რა თქმა უნდა, ვირუსი მთლიანად არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ არსებობს წარმატებები.
რაში გამოხატება წარმატების საიდუმლო? ჯანდაცვის სისტემის წარმატებულ მუშაობაში, თუ უბრალოდ დადგენილი წესების დაცვაში?
ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატების მთავარი პირობა ის არის, რომ ხელისუფლებამ, ჯანდაცვის პროფესიონალებთან ერთად, შეძლო შიშის შთაგონება, რომ ეს შესაძლოა ძალიან ცუდად დასრულდეს ქვეყნისთვის. ამ შიშის ან სიფრთხილის გრძნობამ აიძულა ადამიანები მოუსმინონ ექიმების რჩევებს. ამან გადაარჩინა საქართველო. ამ შიშმა სიფრთხილე გამოიწვია. ხალხი ფიქრობს, რომ არ დააინფიციროს თავისი შვილები, მოხუცები, მათი ნათესავები. სწორედ ამან გადაარჩინა საქართველო. ჯერჯერობით არ არსებობს ეფექტური მედიკამენტები ან ვაქცინები კოვიდ-19-ის წინააღმდეგ და ამ შიშმა ეფექტურად შეცვალა ვაქცინა. ხელისუფლებამ შესძლო ხალხის ყურამდე მიეტანა, რომ ფრთხილად ყოფილიყვნენ.
უკვე რამდენიმე დღეა, პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთმა საქართველოში მიწოდებული გაზის ფასი 15% -ით შეამცირა. სინამდვილეში, შემცირდა თუ არა საქართველოში მომხმარებლებისთვის გაზის ფასი?
მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან ვერანაირი წყაროდან ვერ გავარკვიე, გაზის ფასი შემცირდა თუ არა. ეს არის სავაჭრო საიდუმლოება. ჩემი აზრით შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენმა მინისტრმა განაცხადა, რომ არ უნდა გაემჟღავნებინა, მაგრამ წამოსცდა. მე ვფიქრობ, ეს რაღაც მესიჯია, რაზეც ჩვენი მეზობლები უნდა ჩაფიქრდნენ. სომხეთს შეუძლია არც კი დაინტერესდეს თუ ვისზე ყიდის რუსეთი გაზს და რა ფასად, იმ შემთხვევაში, თუ ის გაზს ირანიდან მიიღებს. არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ სურს ირანმა დიდი რაოდენობით გაზი მიჰყიდოს სომხეთს ან ირანმა გამოიყენოს სომხეთის ტერიტორია და გაზი გაიტანოს ევროპაში და სხვა ქვეყნებში. მე მახსოვს, რომ ირანის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, თეირანში გამგზავრებამდე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ნათლად თქვა, რომ მე ირანის პრეზიდენტთან უნდა ვისაუბრო გაზის საკითხებზეო. ვფიქრობ, მან ამის შესახებ რუსეთისა და საქართველოს ლიდერებს ცნობა მაიწოდა. ერთადერთი ფაქტორი, რომელიც სომხეთს საშუალებას მისცემს დივერსიფიკაცია მოახდინოს გაზით, ირანიდან გაზის მიღებაა. სხვათა შორის, რუსეთი კმაყოფილი უნდა იყოს ამგვარი გარიგებით. მე არ ვხსნი ფრჩხილებს, თუ რატომ უნდა იყოს ის კმაყოფილი, მაგრამ რუსეთი ამითაც დიდ სარგებელს მიიღებს.