ეკონომიკამთავარი

გამყრელიძე. საქართველო სომხეთიდან ტურისტებისთვის საზღვრებს ვერ გახსნის

არმინფო წერს, რომ  საქართველო ვერ გაუხსნის საზღვრებს ტურისტებს იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდსიტუაცია მწვავეა, მათ შორის სომხეთიდან. ამის შესახებ განცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, “ტვ პირველის” ეთერში საუბრის დროს.

,,პირველ რიგში ტურისტები იქნებიან ,,მწვანე“ ქვეყნებიდან. საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტი უშაობს ამ მიმართულებით. გაფორმდება ორმხრივი შეთანხმებები მინიმალური რისკის მქონე ქვეყნებთან. მუშავდება განსაზღვრული პროცედურებიც. რა ტესტი უნდა გაიაოს ტურისტმა შემოსვლამდე. მრავალმა ქვეყანამ უკვე შემოიღო ეს წესი. მაგალითად ჩვენი მოქლაქეები, რომლებიც მიემგზავ რებიან თურქეთში სამკურნალოდ, უდა გაიაროს პსრ ტესტი საზღვრის გადაკვეთამდე არაუგვიანეს 48 საათისა. ასევე საზღვრის გადაკვეთისთანავე საქართველოში ტურისტებზე განხორციელდება განსაზღვრული დაკვირვება“,- განაცხადა მან , იუწყება ,,ეხო კავკაზა“.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ საქართველოს შეუძლია ,,უსაფრთხო დერეფანი“ შექმნას ტურისტებისთვის ისრაელიდან ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და უკრაინიდან.

ნახეთ მეტი
Back to top button