პოლიტიკა

ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ეროვნულ დღესასწაულებზე შვებულებას მიიღებენ

,,არმენპრესი“ წერს, რომ მეორე მოსმენით, საქართველოს ეროვნულმა ასამბლეამ სრულად მიიღო კანონპროექტი სომხეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსში დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც სთავაზობს სომხეთში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს  აიღონ უფასო შვებულება თავიანთი ეროვნული, რელიგიური და ხსოვნის დღესასწაულების აღსანიშნავად. “არმენპრეს” -ის ცნობით, პროექტის ავტორია ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი რუსტამ ბაკოიანი.
კანონპროექტი გვთავაზობს შრომის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს ახალი,  მეხუთე პუნქტი, რომელიც ითვალსიწინებს  წელიწადში არანაკლებ  4 დღიანი შვებულება მიეცეს  ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს  რელიგიური და ხსოვნის დღესასწაულების აღსანიშნავად.

„სომხეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”   კანონპროექტი ეროვნული ასამბლეის 2 ივნისის სხდომაზე, მეორე მოსმენით  98 ხმით იქნა მიღებული”.

ნახეთ მეტი
Back to top button