საზოგადოება

თურქებს ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ მიწისქვეშეთში ჰყავთ მომწყვდეული: საპროტესტო აქცია ბათუმში, თურქეთის საკონსულოს წინ

,,ინფოტეკა 24“ წერს, რომ ბათუმში, თურქეთის საკონსულოს წინ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები   რომლითაც თურქეთისგან მოითხოვენ  მოახდინოს ამ ქვეყანაში მსჯავრდებულ ,,კანონიერი ქურდის“ მინდია გორაძის ექსტრადირება, რომელიც უფრო ცნობილია ლავასოღლის ფსევდონიმით. ამის შესახებ იტყობინება netgazeti.ge.
მინდია ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვისაა მსჯავრდებული და ამ დროისთვის თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. აქციაზე ითქვა, რომ თუ საკონსულოდან 10 წუთის განმავლობაში არ გამოეხმაურებიან, დაიწყება საკონსულოს შენობის პიკეტირება.

ადვოკატი ლექსო კობაიძე ამბობს, რომ მინდია ლავასოღლი მიწიდან ოთხი სართულით ქვემოთ მოწყობილ საკანში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით დამძიმდა.

“ის მიწიდან ოთხი სართულის ქვემოთაა, სადღაც ჯურღმულში, პერიოდულად გადაჰყავთ სამედიცინო დაწესებულებაში, მაგრამ ეს საკმარისი არაა”, – აღნიშნა კობაიძემ.

მინდია ლავასოღლის საქმეს სტამბოლის სასამართლო 4 ივნისს განიხილავს. აქციის მონაწილეები ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან. მათ ეჭვი აქვთ, რომ მინდია ლავასოღლის ქართულ ციხეში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებას არ სურს.

ნახეთ მეტი
Back to top button