საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და გაეწერა წმინდა გრიგორ განმანათლებლის სამედიცინო ცენტრიდან

News.am. წერს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა და გაეწერა წმინდა გრიგორ განმანათლებლის სამედიცინო ცენტრიდან. ამის შესახებ იტყობინება სამედიცინო ცენტრი.
”101 წლის ქალი გაეწერა წმინდა გრიგორ განმანათლებლის სამედიცინო ცენტრიდან.
1919 წელს დაბადებული სიმონიან ნაზანი 16 მაისს ნორქის სახლ-ინტერატიდან წმინდა გრიგორ განმანათლებლის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს ახალი კორონავირუსის ინფექციის წინასწარი დიაგნოზით.
კვლევით დიაგნოზირებულ იქნა კორონავირუსული დაავადება ორმხრივი პნევმონიით. მდგომარეობა შეაფასეს, როგორც მძიმე, მისი ასაკის გათვალისწინებით.
იგი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფებოდა ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, მიიღო სათანადო სამედიცინო მკურნალობა, ხოლო მისი მდგომარეობის გარკვეული სტაბილიზაციის შემდეგ, მკურნალობის გასაგრძელებლად იგი გადაყვანილ იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მკურნალობის დასასრულს, ორმაგი უარყოფითი ტესტის შემდეგ, ნაზიანი სიმონიანი გაეწერა სრულიანად განკურნებული”,- აღნიშნულია განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button