პოლიტიკა

საქართველოში აღდგენილია ნარიმანოვის ძეგლი, რომელმაც 4 ქართული რაიონი გადასცა აზერბაიჯანს

,,Lragir.am“ წერს, რომ გასულ კვირას, მარნეულის რაიონში აღდგენილ იქნა აზერბაიჯანელი ბოლშევიკის ნარიმან ნარიმანოვის ძეგლი, რომლის დემონტაჟის წინააღმდეგ, 2019 წლის იანვარში, რეგიონში მცხოვრები აზერბაიჯანელები აწყობდნენ საპროტესტო აქციებს. მაშინ მარნეულის მკვიდრებმა შეიტყვეს ძეგლის დემონტაჟის ხელისუფლების გეგმის შესახებ და მისი დაცვა გადაწყვიტეს.
”ნარიმანოვმა დიდი როლი ითამაშა ქართველებისა და აზერბაიჯანელების დაახლოების საქმეში. არ არის საჭირო დემონტაჟი”,- ასე სკანდირებდნენ ისინი მაშინ.
ეს ლოზუნგები უკიდურესად აღმაშფოთებელია, რადგან 1922 წლის მარტის დასაწყისში, ბოლშევიკების საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ამიერკავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით, ნარიმანოვის დახმარებით, ყოფილი ტფილისის გუბერნიის ყოფილი ზაქათალას ოკრუგის ოთხი რაიონი საქართველოს შემადგენლობიდან გამოიყვანეს და გადასცეს აზერბაიჯანს.
კომუნისტური სიმბოლოები და საბჭოთა ლიდერების ძეგლები საქართველოში არ არის მისასალმებელი. ამასთან დაკავშირებით, უცნაურია ასეთი ადამიანისთვის ძეგლის აღდგენის ფაქტი.

ნახეთ მეტი
Back to top button