მთავარისაზოგადოება

საჰაერო კომუნიკაციის ხელახალი გახსნა ივლისის შუა რიცხვებში მოხდება. ტიგრან ავინიანი

,,სპუტნიკი ერევანი“ წერს, რომ სომხეთი ივლისის შუა რიცხვებში გახსნის საჰაერო საზღვრებს. ამის შესახებ განაცხადა საგანგებო მდგომარეობის კომენდანტმა ტიგრან ავინიანმა კომენდანტურის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს და საზღვრების გახსნის საკითხს.
”დაახლოებით ივლისის შუა რიცხვებში, ჩვენ ვაპირებთ სომხეთის საჰაერო საზღვრების გახსნას, ყველა წესის და სიფრთხილის დაცვით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოაგვარებს ტურიზმის ინდუსტრიის პრობლემებს”, – აღნიშნა ავინიანმა.
კომენდანტის ოფისის მომდევნო შეხვედრებზე განიხილება ამ სფეროში გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა.
პარალელურად, კომენდანტის თანახმად, ინფიცირების რისკის მაქსიმალურად შემცირების მიზნით შემუშავდება სპეციალური წესები.
აღსანიშნავია, რომ სომხეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 16 მარტს და ორჯერ გახანგრძლივდა. მარტიდან სომხეთმა შეაჩერა საჰაერო მიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. გამონაკლისი იყო მხოლოდ სპეციალური ფრენები, რომელთა წყალობითაც საზღვარგარეთ მყოფმა სომხეთის მოქალაქეებმა შეძლეს სამშობლოში დაბრუნება.

ნახეთ მეტი
Back to top button