მთავარისაზოგადოება
სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ განიხილა კანონპროექტი ეროვნული უმცირესობების შესახებ
მეორე მოსმენით, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ განიხილა სომხეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი. როგორც “არმენპრესი” -ის წერს, პროექტის ავტორია ფრაქციის “ჩემი ნაბიჯის” დეპუტატი რუსტამ ბაკოიანი.
კანონპროექტი გვთავაზობს შრომის კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილს დაემატოს ახალი, მეხუთე პუნქტი, რომელიც ითვალსიწინებს წელიწადში არანაკლებ 4 დღიანი შვებულება მიეცეს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს რელიგიური და ხსოვნის დღესასწაულების აღსანიშნავად.
ეროვნული ასამბლეის 16 აპრილის სხდომაზე, „სომხეთის რესპუბლიკის შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიღებული იქნა.