სომხეთში არ ხდება კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა. რა არის ,,ჰელთ თონი“?

,,სპუტნიკი ერევანი“-ის ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროდან აცნობეს, რომ ინფორმაცია, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება იმის შესახებ, რომ სომხეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება აღმოაჩინეს, სინამდვილეს არ შეესაბამება.
”ჰელთ თონი რეგისტრირებულია სომხეთში, როგორც საკვები დანამატი, და არა წამალი, ამიტომ ის არ შეიძლება იყოს სამკურნალო საშუალება კოროვირუსული დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს საკვები დანამატების რეგისტრაციის ფუნქცია. ნებისმიერი საკვების დანამატის მსგავსად, ეს შეიძლება პაციენტს მიეცეს, როგორც დამხმარე საშუალება”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ასევე ნათქვამია, რომ რომელიმე ოფიციალური მითითება მკურნალობის პროცესში არ შეიცავს ამ საკვებ დანამატს.
შეგახსენებთ, რომ,,საინფორმაციო შემოწმების ცენტრმა“ შეისწავლა 16 მაისს გადაცემა ,, პრესსინგ“-ის წრეებში წამყვანის ის მითითება, რომ კორონავირუსის მკურნალობისთვის დასახმარებლად ტესტს უტარებენ უცნობი წარმოშობის პრეპარატს ,,ჰელთ თონს” (Health tone).
ცენტრი დაუკავშირდა შპს “რია ფარმაკოლოგიას” დირექტორს ევგენია მელქონიანს. მისი თქმით, ,,ჰელთ თონი” ტესტირების ეტაპზე არსებული COVID-19 სამკურნალო პრეპარატი კი არ არის, არამედ აქტიური საკვები დანამატია – ანტიოქსიდანტი.