მთავარისაზოგადოება

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 517 – ით გაიზარდა და 10009 – ს მიაღწია

,,სპუტნიკი ერევანი“ წერს, რომ სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ბოლო დღეს 517 – ით გაიზარდა და გახდა 10009. ინფორმაციას გვაწვდის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი.
ამ დროისთვის, ფაქტობრივად, 6368 ადამიანი მკურნალობს, 59917 ტესტია ჩატარებული, გამოჯანმრთელდა 3427 ადამიანი.
საერთო ჯამში დაფიქსირდა კორონავირუსული დაავადებით გარდაცვალების  158 (+19) შემთხვევა, და 56 (+1) არაპირდაპირი შემთხვევა.
1 ივნისის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 9492 იყო.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, სრ ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა კომენდანტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კვირას მცირე რაოდენობით ტესტები გაკეთდა, რადგან ყველა ლაბორატორია არ მუშაობდა. მისი თქმით, ლაბორატორიებმა პროფილაქტიკური დასვენება უნდა გაიარონ, რათა ჩატარდეს ხარისხიანი ტესტირება.
შეგახსენებთ, რომ 14 მაისის სხდომაზე, სრ მთავრობამ გადაწყვიტა საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გახანგრძლივება. ის გაგრძელდება 13 ივნისამდე, 17:00 საათის ჩათვლით.
გახანგრძლივებულმა საგანგებო მდგომარეობამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. დაშვებულია მრავალი ეკონომიკური საქმიანობა, მაგრამ დადგენილია სავალდებულო მოთხოვნები.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი 18 მაისიდან მუშაობს, მაგრამ მგზავრებს და მძღოლს უნდა ეცვათ დამცავი ნიღაბი და ხელთათმანები.

ნახეთ მეტი
Back to top button