საზოგადოება

,,პირდაპირ კატასტროფაა“. ფაშინიანი COVID-19-თან დაკავშირებული ვითარების შესახებ

,, ნოვოსტი-არმენია“ წერს, რომ სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მას შემდეგ, რაც გაეცნო მომხმარებლების მიერ მისთვის გაგზავნილ ფოტოებსა და ვიდეოებს, რომლებიც აშკარად მოწმობენ ანტიეპიდემიური წესების დარღვევების შემთხევებზე, აღნიშნა, რომ მან გამოიტანა  დასკვნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურა ან ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც შეძლებს ამ მასშტაბის საკითხის გადაჭრას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც მოქალაქეებს მოუწოდებდა, ანტიეპიდემიური წესების დარღვევის შემთხვევებზე გადაეღოთ ვიდეოები და ფოტოები და გაეგზავნათ მისთვის. მან მიიღო მრავალი ფოტო და ვიდეო, რომლებსაც ის თავის გვერდზე რეგულარულად აქვეყნებდა.
”ამ ყველაფრის მასშტაბების გაცნობიერებით, მე გამოვიტანე  დასკვნა, რომ მსოფლიოში არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურა ან ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც შეძლებს ამ მასშტაბის საკითხის გადაჭრას. გუშინ და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მე მქონდა ძალიან მკაცრი საუბარი პოლიციის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, პირველ რიგში, პრობლემის მასშტაბისა და სიტუაციის არასწორად წარმოდგენაზე, რადგან ის, რაც თქვენი დახმარებით ვნახე, უბრალოდ კატასტროფაა, სხვა სიტყვა არ მაქვს. მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ამ მასშტაბის პრობლემას გაუმკლავდება და შეძლებს პრობლემის მოგვარებას, გესმით? ჩვენი პოლიცია 4-5-ჯერ დიდი უნდა იყოს ”, – აღნიშნა ფაშინიანმა.  
მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების წერილებს გაეცნო და მიხვდა, რომ კატასტროფული მასშტაბია სომხეთში.
”არ არსებობს ასეთი ძალოვანი სტრუქტურა, საათის მსგავსად მუშაობის დროსაც კი  შეუძლებელია ამ პრობლემის მოგვარება. საკითხი პასუხისმგებელ პირში არ არის, მე ვარ პასუხისმგებელი. მე არ ვიცი სხვა რეჟიმი, ადმინისტრაციული სექტორები, ცენტრალური ბანკი, სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი, პოლიცია, ეს არის ჩვენი პრობლემა, ამით მე პირადად დავკავდები, მაგრამ მე თითოეულ ჩვენგანზე ვსაუბრობ. რა ხდება სკოლაში, სკოლის დირექტორები, კლასის დამრიგებლები, მასწავლებლები, ჰაიფოსტა? ბატონო არშაკიან (მიმართავს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრს, რედ.), ჰაიპოსტში ამაზრზენი მდგომარეობაა. არარატის საბაჟო, ეს მასშტაბური პრობლემაა”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან დაამატა, რომ საავადმყოფოებში ადგილები იწურება, მალე ამოიწურება.

”დარწმუნებული ვარ,  ჩვენს მიერ გატარებული წესები რომ დაგვეცვა, 95% -ით დაბალი მაჩ ვენებელი გვექნებოდა. მოდით ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა,  ნაბიჯი უკან გადავდგათ, უფსკრულისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის ჩემი გზავნილი. არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო, რა გთხოვოთ, უბრალოდ უნდა შევცვალო ჩემი საქციელი და ვცვლი ჩემს საქციელს. ეს არის სიმართლე. მე აქ კიდევ ვხედავ შესაძლებლობას, რომ შევიცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება კანონის, წესის მიმართ, სხვისი უსაფრთხოების მიმართ, ვენთვის უცნობი ადამიანის ინტერესების მიმართ, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, რადგან ამ გზით ჩვენ ვერსად ვერ მივაღწევთ, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენ ვიყოთ კანონის ქვეყანა. გთხოვთ, მოგიწოდებთ, მოვითხოვ, ეს არის ჩვენი საერთო პრობლემა და ჩვენ ეს პრობლემა ერთად უნდა გადავჭრათ”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა.

3 ივნისის 11:00 საათის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის დაავადების 10524 შემთხვევა, რომელთაგან 3454 განიკურნა, ხოლო 170 გარდაიცვალა. ამ დროისთვის კორონავირუსის დაავადებით მკურნალობს 6841 პაციენტი.

ნახეთ მეტი
Back to top button