პოლიტიკა

რაზე შეთანხმდნენ ლუკაშენკო და ფაშინიანი?

,,Lragir.am.“ წერს, რომ 2 ივნისს სატელეფონო საუბარი გაიმართა სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და ბელორუსის პრეზიდენტს შორის. საუბარი მინსკის ინიციატივით მოხდა. ფაშინიანმა და ლუკაშენკომ განიხილეს კორონავირუსის მდგომარეობა. ლუკაშენკომ ასევე წარმატებები უსურვა ფაშინიანს და მის ოჯახს, რომლებიც კორონავირუსით დაავადდნენ და იმედი გამოთქვა, რომ  ინფექციის დაძლევასთან ერთად, მალე პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა  გამოჩნდება.
კორონავვირუსმა გაახშირა ფაშინიან-ლუკაშენკოს კონტაქტები, გარდასახა ის დაძაბულობა, რომელიც არსებობს სომხეთში ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ. აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის, რომ სომხეთს და ბელორუსს საერთო ინტერესები აქვთ რუსეთის ამბიციებთან დაკავშირებით. საუბარია არა მხოლოდ გაზის ფასზე, არამედ სუვერენიტეტის საკითხზეც.

რუსული გაზის ფასი ნამდვილად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამ პაკეტში. ლუკაშენკომ და ფაშინიანმა გაზის საკითხი განიხილეს თუ არა. ოფიციალურ განცხადებაში დუმილი შეიძლება ნამდვილად ნიშნავდეს დიახს. ხოლო პირისპირ შეხვედრაზე საუბრისას, აღნიშნა თუ არა ლუკაშენკომ მოსკოვში შეხვედრის შესაძლებლობა 24 ივნისს?

საქმე იმაშია, რომ პუტინმა გადადო აღლუმი და მიიწვია დსთ-ს ლიდერები და არა მხოლოდ. 1 ივნისს პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის დაბადების დღესთან დაკავშირებით მას დაურეკა პუტინმა. სომხური მხარის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და გამოთქვა იმედი, რომ ის გამოჯანმრთელდება ინფექციისგან და შეძლებს დაესწროს. კრემლის მესიჯში აღლუმის თემას გვერდი ჰქონდა ავლილი, რაც საინტერესოა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის პუტინისთვის.

ლუკაშენკომ დარეკა, რომ გაერკვია, რა უპასუხა ფაშინიანმა? თუ დაურეკა მას დაერწმუნებინა ის, რომ ღირდა მოსკოვში ყოფნა და პუტინის წინაშე საერთო კითხვების წამოყენება, მაგალითად, იგივე გაზის ფასთან დაკავშირებით, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა რამოდენიმე კვირის წინ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის დისტანციური ასამბლეის ფორმატში.

აშკარაა, რომ ერევანმა და ბელორუსმა დაიწყეს ტაქტიკური პარტნიორობა, მაგრამ საინტერესოა ისინი კიდევ უფრო შორს წავლენ, პუტინის წინააღმდეგ სტრატეგიული არგუმენტების მოტანით? მაგალითად, ირანი-სომხეთი-საქართველო-უკრაინა-ბელორუსის გაზის პერსპექტივის დღის წესრიგში დაყენებით. სხვათა შორის, 2004 წელს უკრაინა და საქართველო სთავაზობდნენ სომხეთს, რა თქმა უნდა, ბელორუსის გარეშე. მაშინ სომხეთმა უარი თქვა ირანთან სატრანზიტო დიამეტრის გაზსადენის მშენებლობაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button