
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებით 24 ივნისს მოსკოვში სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებს სომხეთიც.
ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერმა შუშან სტეპანიანმა განუცხადა „არმენპრესს“.
”სომხური მხრიდან ერთი კოლონა მიიღებს მონაწილეობას სამხედრო აღლუმში, კოლონა შედგენილი იქნება 75 კაცისაგან. ისინი აღმართავენ თამანიანის დივიზიის საბრძოლო და სომხეთის რესპუბლიკის დროშებს“, – თქვა სტეფანიანმა.
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი 9 მაისს არ ჩატარებულა კორონავირუსული დაავადების გამო. ის 24 ივნისს გაიმართება.