ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები, რომლებიც კორონავირუსით არიან დაავადებულნი თავს კარგად გრძნობენ, მათ მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არა აქვთ. ამის შესახებ ფაშინიანმა განაცხადა 2 ივნისის ბრიფინგზე.
”ჩვენ ვართ იზოლირებულნი პრემიერ მინისტრის რეზიდენციაში. ყველანი კარგად ვგრძნობთ თავს. ოჯახის ხუთი წევრიდან არც ერთს არ გვაქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომი”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.
პაშინიანმა თქვა, რომ სამუშაო გრაფიკიდან ამოღებული იქნა მიღებები.
1 ივნისს, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში გამოაცხადა, რომ იგი და მისი ოჯახი დაავადდნენ კორონავირუსით – მათი ტესტის შედეგები დადებითია. პრემიერ მინისტრის ოჯახი იზოლირებულია მთავრობის სასახლეში, ფაშინიანი იმუშავებს მისი რეზიდენციიდან.