ანალიტიკა

შეიარაღებული ჯგუფი თურქეთიდან: საქართველო მარწუხებში

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა გამოაცხადა თურქეთის ცხრა მოქალაქის დაპატიმრების შესახებ, რომლებიც  უკანონოდ შემოვიდნენ საქართველოში. დაკავებულებს   ოთხი ერთეული დაურეგისტრირებელი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს. საქმეს იძიებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის განყოფილება.

გაზეთ  Lragir.am-ი შეეხო  საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მოხსენებას, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა. ბაქოს ჯარები საქართველოს საზღვართან, ვის აძლევს ხელს კონფლიქტი?

მასში აღნიშნული იყო, რომ  კახეთში სხვადასხვა დაჯგუფებები ახდენენ ქართულ-აზერბაიჯანული შეტაკებების პროვოცირებას. მიუხედავად იმისა, რომ მოხსენებაში არ იყო მითითებული, თუ რა  ჯგუფებია ეს, აზერბაიჯანმა მაშინვე დაადანაშაულა საკუთარი თავი და დაუყოვნებლივ აღნიშნა  ოფიციალურ პროპაგანდისტულ გვერდებზე,  რომ საუბარია სომხურ ჯგუფებზე.

თითქმის ორი წელია რაც  ბაქო აძლიერებს მის სამხედრო პოზიციებს საქართველოს  საზღვართან და  ჯარების ლოკაციას ახდენს საქართველოს კუთვნილ მაღლობლებზეც კი.  ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ხელსაყრელი საბაბი იქნება აზერბაიჯანის საქართველოში შემოსვლისთვის.  უფრო მეტიც, არ არის გამორიცხული, რომ სცენარის თანახმად, ვითარება გასცდეს კონტროლის ფარგლებს და იმასაც კი მოვესწროთ,რომ საქართველომ თვითონ სთხოვოს დახმარება აზერბაიჯანს.  

სომხები  შეიძლება აზერბაიჯანისთვის შესანიშნავი “ალიბი” გახდეს , რის მიღწევასაც  ბაქო ცდილობს. ხოლო  უკონტროლობის  საკითხში მნიშვნელოვანი როლი შესაძლებელია ითამაშოს ბათუმმა, რომელიც  აჭარაში თურქეთ-აზერბაიჯანული დიდი წარმომადგენლობის მქონე ქალაქია და თანაც  ესაზღვრება თურქეთს.  საკმარისია იქ არასტაბილურობისა და კონფლიქტის მეორე ფრონტის გახსნა და საქართველო უდავოდ უბედურებაში აღმოჩნდება.

ამასთან დაკავშირებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სპეციალური სამსახურის ბათუმში აღმოჩენილ იმ  ფაქტს, რომ თურქეთის შეიარაღებულმა მოქალაქეებმა შესძლეს  საქართველოს ტერიტორიაზე არალეგალურად შესვლა საკარანტინო პირობებში.

სხვათა შორის, ეს გარემოება უფრო მნიშვნელოვანია იმ გატაცებასთან  შედარებით, რომელიც მოხდა თბილისის ცენტრში წლების წინ, როდესაც აღმოჩნდა, რომ აზერბაიჯანის სპეცსამსახურმა გაიტაცა აზერბაიჯანული ოპოზიციური ჟურნალისტი საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან და გადაიყვანა   ბაქოში.

საქართველოს სპეცსამსახურებს ეტყობათ სჭირდებათ იმის დამტკიცება, რომ ისინი არიან სუვერენულ  საქართველოში მდგომარეობის ბატონ-პატრონი. ამასთან, პრობლემა გლობალურია და ეხება საერთოდ რეგიონალურ უსაფრთხოებას.   

თუ საქართველოში ვინმე ფიქრობს, რომ მხოლოდ სომხეთი არის თურქეთისა და აზერბაიჯანის რეგიონალური სამიზნე, მაშინ ეს მოსაზრება ასევე უშუალო საფრთხეს უქმნის  საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას. ხოლო როცა საქმე ეხება რეგიონალურ უსაფრთხოებას, აქ საქართველოს მოკავშირე მხოლოდ სომხეთია.   

ნახეთ მეტი
Back to top button