მთავარისაზოგადოება
ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ფაშინიანს და მის ოჯახს სწრაფი გამოჯანმრთლება უსურვა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ მინისტრმა ლი კეჩიანგი-მ გამოჯანმრთელება უსურვა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრ ნიკოლ პაშინიან. “არმენპრესის” -ის ცნობით, კეჩიანგმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის დაეხმაროს სომხეთს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 ეპიდემიის დაწყების შემდეგ ჩინეთი და სომხეთი მტკიცედ უჭერდნენ მხარს ერთმანეთს, რაც სრულად ასახავს ორ ქვეყანას შორის ურთიერთნდობის მაღალ დონესა და ორ ხალხს შორის ღრმა მეგობრობას.
”დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთის მთავრობა და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩინური მხარე მზად არისგვერდში ედგეს სომხეთს ”, – ნათქვამია განცხადებაში.