მთავარისაზოგადოება

ბაგრატაშენის საგუშაგოზე ვითარება დაძაბული რჩება. ეროვნებით სომეხმა რუსეთის მოქალაქეებმა საგუშაგო გადაკეტეს

,,News.am“ წერს, რომ Shamshyan.com– მა მიიღო ზარი სომხური წარმოშობის რუსეთის მოქალაქეებისგან, რომლებიც ბაგრატაშენის საგუშაგოზე მანქანით იმყოფებოდნენ კვირის განმავლობაში, რომლებმაც აცნობეს, რომ მათ დილით დაუკავშირდნენ საელჩოს თანამშრომლები და დაპირდნენ, რომ პასუხს გასცემენ დღის განმავლობაში, მაგრამ ამ მომენტამდე მათ საელჩოს თანამშრომლები არ დაკავშირებიან, რის შედეგადაც მათ გადაკეტეს ბაგრატაშენის საბაჟო პუნქტამდე მიმავალი გზა.
ვებგვერდზე საუბრისას დავით მკრტჩიანმა აღნიშნა: ”ჩვენ დილით ვესაუბრეთ სომხეთში რუსეთის ელჩის თანაშემწეს. მან თქვა, რომ ჩვენი საკითხი მსვლელობაშია და გარკვეული გამოსავალიც მოგვცა, მან თქვა, რომ 2-3 ავტობუსს გამოგვიყოფენ რუსეთში წასასვლელად, ხოლო მანქანების ტრანსპორტირება მოხდება სპეციალური სატვირთო მანქანებით, ჩვენი სახსრებით. მათ თქვეს, რომ დღის განმავლობაში გვიპასუხებდნენ. ამჟამად, 40-ზე მეტი მანქანაა. გზა უკვე 1.5 საათია დაიხურა, რადგან ელჩის თანაშემწე დაგვპირდა პასუხს 1-2 საათში გაგვცემდა, მაგრამ ახლა უკვე 19:00 საათია და ზარი არ ყოფილა. ცოტა ხნის წინ პოლიციიდან მოვიდნენ, 3 ჩვენგანი თან წაიყვანეს , მათი თქმით,  საელჩოს რომ დაუკავშირდნენ, მაგრამ ახლა იმ 3 მოქალაქეს ვერ ვუკავშირდებითა, მათგან არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს, ფაქტობრივად, 3 ადამიანი წაიყვანეს. ჩვენ მანამდე დავხურავთ, სანამ ეს 3 ადამიანი არ მოვა, თუკი ახლო 1 საატის განმავლობაში  ისინი არ მოვლენ, ჩვენ მივმართავთ უკიდურეს ზომებს”.

დავით მკრტჩიანის თქმით, 120-ზე მეტმა მოქალაქემ კვირების განმავლობაში ღამე გაატარა მანქანებში, რომლებიც ელოდებოდნენ საელჩოს კონკრეტულ პასუხს, მაგრამ, ყოველთვის, მათ უკავშირდებიან მაშინ, როდესაც ისინი მიმართავენ უკიდურეს ზომებს.

ნახეთ მეტი
Back to top button