ეკონომიკამთავარი

ერევანში ყველაფერი მზადაა ავტომატ „კალაშნიკოვის“ წარმოების დასაწყებად (ვიდეო)

ივლისის  პირველ დღეებში სომხეთში გაიხსნება ავტომატ „კალაშნიკოვის“  საწარმო.  ამის შეასახებ InfoPort.am-ის კორესპოდენტს აცნობა საწარმოს ხელმძღვანელთაგან ერთ-ერთმა  იგორ გარდიენკომ  (ყოფილი სამხედრო პირი).

კომპანია დაფუძნდა Neutron GAM CJSC- სა და რუსეთის კალაშნიკოვის კონცერნს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც გაფორმებული იქნა 2020 წლის 15 მაისს 10 წლის ვადით. ამ ხელშეკრულებამ რუსეთში გაიარა შეთანხმებისა და დამტკიცების გრძელი გზა. ჯერ უნდა  გაფორმდეს უწყებათაშორისო და ტექნიკური ხასიათის ხელშეკრულებები, რასაც  თან მოსდევს  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანება. აგვისტოში ფედერალურმა სამხედრო ტექნიკურმა სამსახურმა (FS VTS) დაამტკიცა და დაუშვა ხელშეკრულების გაფორმება კომპანიებს შორის ათი წლის ვადით. ამის შემდეგ, კონტრაქტი უნდა გაგრძელდეს ყოველწლიურად მხოლოდ მაშინ, თუ შესაბამისი პირობებს დააკმაყოფილებს.

თავდაპირველად, სამხედრო-სამრეწველო ქარხანა ააწყობს  AK103 ავტომატებს. საწარმოს საწარმოებში ავტომატების   0-ის დონედან დაიწყება.  დეტალებს საწყის ეტაპზე რუსეთიდან შემოიტანენ.

„AK103-ის  სათადარიგო ნაწილებს წ არმოების პირველ ეტაპზე ჩვენ მივიღებთ და  ამ ქარხანაში მოხდება  მთელი ტექნოლოგიური ჯაჭვის შეკრება. პირველი ეტაპის შემდეგ, ჩვენ დავიწყებთ მეორე ფაზას, რაც გულისხმობს საჭირო მარტივი ნაწილების ადგილზევე წარმოებას, ისევ რუსული ტექნოლოგიით“, – თქვა გარდენკომ.

ეს პირველი და ერთადერთი უნიკალური შემთხვევაა სომხეთის ისტორიაში, როდესაც ახალი თაობის იარაღს აწარმოებს  კერძო კომპანია საწყისი ეტაპიდანვე. ქარხნის მშენებლობა დაახლოებით ორი წლის წინ დაიწყო და ნუკლოვანი ეტაპიდან ნახევარ დანგრეულ შენობამდე მიაღწია უმაღლეს საფეხურს.

Neutron GAM CJSC– ის წარმომადგენელმა ლევონ ჰარუთიუნიანმა აღნიშნა, რომ „სახელოსნოში დამონტაჟებული ყველა სპეციალური მაგიდა და მოწყობილობა, რომლებიც გამოყენებული იქნებიან  რეალური წარმოების პროცესში, მზადდება ტექნიკური მახასიათებლების საფუძველზე, რომლებიც სომხურ კომპანაის  გადმოეცა რუსული კომპანიის მიერ. საწარმოს  ტერიტორია შეიარაღებულია უსაფრთხოების სისტემებით და უჯრედოვანებით“ – თქვა მან.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ღამის ხედვის თერმული ვიზუალიზაციის მოწყობილობების წარმოება  ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად, მათი პროექტირებისათვის ინჟინერებმა იმუშავეს წინა ხაზზე.  სომხეთის  სამხედრო ნაწილებში განხილული იქნა სტრატეგიულ-ტექნიკური დახასიათება, მხედველობაში იქნა მიღებული ჩვენი საზღვრების თავისებურებები.

კონცერნის ერთ-ერთი პროექტია ქალაქ აბოვიანში 2 დიდი სარემონტო საწარმოს შექმნა, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 8 ათასი კვადრატული მეტრი იქნება.

”Neutron GAM” CJSC ჩაერთვება ტყვიებისა და იარაღის წარმოებაში.

კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად რუსეთიდან მიღებულია საბოლოო და სრული ხელშეკრულებები და ნებართვები საწარმოს ექსპლუატაციაში გასაშვებად. InfoPort.am- ს კორესპოდენტს შესაძლებლობა ჰქონდა პირადად ენახა და შეესწავლა ზემოხსენებული პროექტების შესაბამისი დოკუმენტები და მოწყობილობების მოდელების შემუშავება, თუმცა კონფიდენციალურობის გამო, ვერ დღეისათვის ვერ ვაქვეყნებთ.

ნახეთ მეტი
Back to top button