ანალიტიკამთავარი

პათოსის გარეშე: სამხედრო სფეროში სომხეთისა და რუსეთის მეგობრობაზე ლაპარაკობენ ციფრები

თავდაცვის სფეროში, სომხეთსა და რუსეთის მოკავშირული ურთიერთობები  გათვლილია  ისტორიულად და სრულყოფილად იცავენ ორივე ქვეყანას სამხრეთ კავკასიაში და საერთოდ მსოფლიოში შექმნილი გამოწვევებისა  და უსაფრთხოების თვალსაზრისით. 

ამის შესახებ წერს  სააგენტო  „Sputnik  სომხეთი“ ანალიტიკურ სტატიაში.

ერევანი სამართლიანად ფოკუსირდება საკუთარ სიძლიერეზე და მისი მოკავშირეთა პოტენციალზე. ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა რუსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა, რუსეთი კვლავ რჩება სომხური ჯარისათვის სამხედრო ტექნიკის მთავარ მიმწოდებლად. რუსული იარაღი საუკეთესოა მსოფლიოში, მას კონკურენტი  არ გააჩნია.

სომხეთი გახდა მსოფლიოში სარაკეტო სისტემა „ისკანდერის“  პირველი შემომტანი, ასევე პირველმა მიიღო  ექსკლუზიური გამანადგურებელი თვითმფრინავები  „სუ-30მმ“,   „ტორ-მ2კმ“ და Osa-AK  სრულყოფილი საზენიტო სარაკეტო სისტემები, მძიმე საჰაერო საზენიტო სარაკეტო სისტემები TOC-1A  „Солнцепек“  ძლიერი სარაკეტო სისტემები, ძლიერი რეაქტიული სისტემები „სმერჩი“,  ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტები  9M113M,   ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები (РПГ-26), დრაგუნოვის სნაიპერული თოფი, ” Тигр” ჯავშანტექნიკა, ” Автобаза-М” რადიოტექნიკური სახმელეთო საგუშაგო კომპლექსები, საინჟინრო და საკომუნიკაციო ტექნიკა.

ადეკვატური  გამოხმაურება

იარაღის თანამედროვე სისტემების ქონება ეს თვითმიზანი კი არ არის, არამედ განვითარებული სახელმწიფოს გარანტიაა. ამასთან, სამხრეთ კავკასია კვლავაც იმყოფება გეოპოლიტიკური ქარიშხლის შუაგულში, რომელიც განიხილება როგორც მზარდი კონფლიქტის ზონა. ეროვნული უსაფრთხოებისათვის საჭიროა არა მარტო ბევრი, არამედ ხარისხიანი იარაღიც. ერევანს განზრახული აქვს მეტად მოკლე ვადაში  გაზარდოს შეიარაღებული ძალების დამრტყმელუნარიანობა და ყურადღება გაამახვილოს მაღალი სიზუსტის სარაკეტო და საქვემეხო საშუალებებზე, საჰაერო თავდაცვისა და მრავალფუნქციონალური ავიაციის განვითარებაზე. 

გრძელდება ჯარების აღჭურვა თანამედროვე ვიდეომეთვალყურეობის, დაზვერვის,  ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებით და საინჟინრო აღჭურვილობით, რომლებიც ლოკალიზდება და გამოყენებული იქნება სახელმწიფო საზღვრის დარღვევების ადრეული გამოვლენისა და პროფილაქტიკისთვის (დივერსიული ოპერაციები). ეს არა თუ შეჯიბრია მილიტარიზმში, არამედ შემაკავებელი სისტემაა.

მეზობლების გამალებული სამხედრო შეიარაღების დანახვისას სომხეთმა შეიგრძნო  ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლების რეალური საფრთხე და 2019 წელს თავდაცვის ხარჯები 26% -ით გაზარდა.

რუსული მხარის დახმარებით, სომხეთი წარმატებით ახორციელებს შეიარაღების მოდერნიზაციისაკენ მიმართულ 7-წლიან პროგრამას. სულ 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების რამდენიმე სესხმა  ერევანს საშუალება მისცა თავდაცვის ხარჯები  გაეზარდა  600 მილიონ დოლარამდე.

გიუმრიში 102-ე რუსული სამხედრო ბაზისთვის რუსეთი ქირას  არ იხდის, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მოსკოვი  სომხეთს სთავაზობს ასობით მილიონი დოლარის მომგებიან სესხებსა  და  იარაღს შიგარუსულ ფასებში.

მაგალითად, 2015 წლის შემოდგომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისათვის  200 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი მიეწოდებინათ. რუსეთმა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომარაგების პროგრამა  2018 წლის ივლისში დაასრულა.

2020 წლის ბოლოსთვის, რუსეთში წარმოებული 450-მდე Toyota-ს მარკის  ავტომობილი ჩამოვა სომხეთში.

2017 წლის 27 ოქტომბერს გაფორმებული მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთმა 100 მილიონი აშშ დოლარი სახელმწიფო საექსპორტო სესხი გამოუყო  ერევანს  სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიწოდებისთვის.

ამავე დროს, სომხურ მხარეს შეუძლია  ისარგებლოს  საკრედიტო საშუალებებით  2018-2022 წლების განმავლობაში თითოეული ხელშეკრულების 90% -მდე შესრულებისათვის (ხელსაყრელი  პირობები).  სესხის დაფარვის ვადაა 15 წელი, უფრო ზუსტად  2023-2037 წლები (სიმბოლური 3% წლიური პროცენტით). ერევანი ერთ – ერთია იმ სამი ქვეყნიდან, რომელიც  დიდ სამხედრო დახმარებას იღებს მოსკოვიდან.

ცხელი ცა

გასული წლის ბოლოს, სომხეთში  ჩამოვიდა რუსეთიდან შეძენილი 12 SU-30SM მრავალმიზნობრივი  გამანადგურებლების  პირველი ჯგუფი. თვითმფრინავი მსოფლიოში ერთ-ერთ  ყველაზე სრულყოფილად ითვლება, ის შექმნილია ცაში „ბატონობისათვის“,  გააჩნია სარაკეტო იარაღის მნიშვნელოვანი  ნომენკლატურა  და შეუძლია 8 ტონა საბრძოლო ტვირთის აწევა.  SU-30 SSM-ის   ესკადრილია  მნიშვნელოვნად აამაღლებს  სომხეთის საჰაერო ძალების დარტყმით შესაძლებლობებს.

მანამდე კი სომხეთმა მიიღო С-300 გრძელი დისტანციური  „Фаворит” საზენიტო სარაკეტო სისტემები, საშუალო დონის „Бук“ საზენიტო სარაკეტო თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის TOR-M2KM. ეს “ეშელონისმაგვარი” სერია ანეიტრალებს ყველა შესაძლო საფრთხეს, მაგრამ რეზერვში  სხვა შესაძლებლობებიც არის. 2020 წელს 18 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემების განვითარებისთვის (სისტემაში მონაწილე შვიდი ქვეყანაა სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი), ეს თანხა მიმართული იქნება შეიარაღებისა და მოდერნიზაციისათვის.

2016 წლის დეკემბერში რუსეთის სახელმწიფო დუმამ კავკასიის რეგიონში ერთობლივი რეგიონალური საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ სომხეთთან შეთანხმების  რატიფიკაცია მოახდინა.  ამის შემდეგ შეიქმნა რეგიონალური ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემა, როგორც დსთ-ს სახელმწიფოების გაერთიანებული საჰაერო თავდაცვის სისტემების განუყოფელი ნაწილი. კომბინირებული საჰაერო თავდაცვის სისტემების გამოყენების წესი განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის საჰაერო სივრცეში მდებარეობს ობიექტი (სამიზნე).

სტაბილურობის გარანტი

ერევან-მოსკოვის თავდაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შედეგად სომხეთსში დაფუძნებული  რუსული სამხედრო ბაზა (შეთანხმების თანახმად,  2044 წლამდე) საშუალებას იძლევა  დაუყოვნებელი  და ზუსტი რეაგირება იქნეს მოხდენილი რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ცვლილებებზე.  102-ე სამხედრო ბაზა განთავსებულია ქალაქ გიუმრიში და არის კავკასიაში სტაბილურობის გარანტი და შეუძლია სომხეთის შეიარაღებულ ძალებთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიოს უსაფრთხოების საშიშროებების ფართო სპექტრს.

2019 წლის ოქტომბერში სომხეთში ვიზიტის დროს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შაიგუმ  შეაფასა ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები და  უწოდა  სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ახალი ეტაპი.  მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ  „შეიქმნა და მოქმედებს რუსული და სომხური ჯარების ერთობლივი დაჯგუფება და საჰაერო თავდაცვის ერთობლივი რეგიონალური სისტემა.  ჩვენს გენერალურ შტაბებს  მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ და ხორციელდება ერთობლივი დაგეგმვა“.

უნდა აღინიშნოს, რომ ორი ქვეყნის ჯარების ერთობლივი დაჯგუფება არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებები არ მოიცავენ  მოსკოვისა და ერევნის პასუხისმგებლობებსა და უფლებებს. ერთობლივი სამხედრო ჯგუფის მთავარი მიზანი არის რუსეთზე ან სომხეთზე შეიარაღებული თავდასხმის თავიდან აცილება, სახელმწიფო საზღვრის დაცვა და სხვა ტიპის სამხედრო თავდაცვის უზრუნველყოფა.

ამავე დროს, გამორიცხული არ არის  კუხო-ს , დსთ-ს  ან  შთო-ს  პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალის გაფართოებაც. ერევანსა და მოსკოვს შორის გაფორმებული 200 ხელშეკრულება მოწმობს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის სირთულეზე.

მოსკოვისა და ერევნის თანამშრომლობის გამოცოცხლება შეინიშნება ყველა  მიმართულებით. 2020 წლის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა უკვე მოიცავს 60-ზე მეტ ერთობლივ ღონისძიებას.

ნახეთ მეტი
Back to top button