საზოგადოება

როგორ გადააქვთ OSA-ACM საჰაერო თავდაცვის სისტემები სომხეთში (ვიდეო)

InfoPort.am- მა გაავრცელა  OSA-ACM საჰაერო თავდაცვის სისტემების სომხეთში გადატანის კადრები. კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ შეაქვთ  ეს სისტემები სატვირთო  თვითმფრინავზე  „რუსლანი“.

უნდა აღინიშნოს,  რომ  ამჟამინდელ  პრესაში სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა სხვადასხვა პირების მიერ,  რომ სისტემები სომხეთში ჩამოტანილნი იქნენ  გაუმართავ მდგომარეობაში.  ეს ვიდეო ყოველ შემთხვევაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ისინი მინიმუმ გამართულნი არიან.  კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებიც OSA-ACM საჰაერო თავდაცვის სისტემებს სომხეთს აწვდიან, InfoPort.am- ი დაარწმუნეს, რომ მათ შეუძლიათ აგრეთვე წარმოადგინონ შესაბამისი ვიდეოჩანაწერები საბრძოლო მომზადების შესახებ, სადაც ჩანს თუ როგორ გადიან ისინი გამოცდას სომხეთში.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ სისტემების რემონტი და გაუმჯობესება ხდება სომხეთში კომპანიის ხარჯზე. InfoPort.am- ის ინფორმაციით, ეს სისტემები სომხეთს მიაწოდა ბიზნესმენმა დავით გალსტიანმა.  რომელიც   „ნეიტრონ გამ“ კონცერნს ხელმძღვანელობს და ამ ბოლო ხანებში ორგანიზაციას უკეთებს „კალაშნიკოვის“ კონცერნთან  ერთად ავტომატების წარმოების დაწყებას  სომხეთში.

ნახეთ მეტი
Back to top button