პოლიტიკა

სააკაშვილმა თავისი ოპონენტი ბიზნესმენები „ჯანდაბაში“ გაგზავნა

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ონლაინ-კონფერენციაზე ყველა, ვინც მისგან ახალ თანამდებობაზე სწრაფ შედეგებს ითხოვს, „ჯანდაბაში“ გაგზავნა.

როგორც ცნობილია, ამას წინათ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ნაციონალური საბჭოს აღმასრულებელი ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა მიუხედავად საქართველოს პირველი პირების არაერთი განცხადებისა იმის შესახებ, რომ მათთვის მიუღებელი იყო სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ მაღალ თანამდებობაზე. შედეგად საქართველომ კიევიდან ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიწვია.

„კითხვა ნიკოლაი სტოიკოსგან: როდის იქნება კონკრეტული საქმეები? ნიკოლაი სტოიკო, თქვენ როდის გექნებათ კონკრეტული საქმეები? ან რას ნიშნავს კონკრეტული საქმეები? მოდით, ერთად მოვყვეთ, რომ მე, სააკაშვილი მოვედი და ერ კვირაში იმედები გაგიცრუეთ… ეშმაკსაც წაუღიხართ ყველა, ვინც ასე ფიქრობთ“, – განაცხადა სააკაშვილმა შეხვედრაზე, რომლის ჩანაწერიც თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა.

საპასუხოდ მან მრეწველებს შესთავაზა, თავად „გაანძრიონ ხელი“, რათა იმედი არავინ გაუცრუოს.

„თქვენს საქმეს მიხედეთ… უკვე ყელში ამომივიდა ასეთი საუბარი… „აი, დანიშნეს – როდის იქნება საქმეები?“ თქვენ თვითონ აკეთეთ საქმე, თვითონ გაანძრიეთ ხელი. ყველაფერი თქვენს ხელშია. ეშმაკსაც წაიღიხართ. რამდენი შეიძლება, „ისეთი იმედი გვქონდა, და გაგვიცრუვდა“… იქნებ თქვენ თვითონ გაინძრეთ… ერთად ვაკეთოთ. ესაა და ეს“, – დასძინა მან.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ ავტომატურად დაკარგა. ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე მან ერთი წელიც არ დაჰყო. სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს.

უკრაინაში დაბრუნება მხოლოდ ქვეყნის სათავეში ვლადიმერ ზელენსკის მოსვლის შემდეგ შეძლო.

ამჟამად სააკაშვილს დაუსწრებლად აქვს მისჯილი საერთო ჯამში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სასამართლოში მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე იხილება.

ნახეთ მეტი
Back to top button