
,,News.am” წერს, რომ თავდაცვის მინისტრის სპიკერმა შუშან სტეფანიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ არტაკ დავთიანის მიერ გაკეთებული განცხადება.
წარმოგიდგენთ ქვემოთ.
”განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, ბევრი სამუშაო გაკეთდა შესყიდვებზე. ჩვენ მივედით იმ შედეგამდე, რომ იარაღისა და სამხედრო ტექნიკის იმპორტი ხორციელდება დაგეგმილი წესით და დარღვევების გარეშე. რა შემიძლია ვთქვა, იქნებ ეს გარემოება ტკივილს აყენებს ზოგ ადამიანს, რაც ხდება მსგავსი განცხადებების მიზეზი
– მსურს აღვნიშნო, რომ იგივე ოსა-აკმ- ები, რომელზეც ბოლო პერიოდში ამდენი განხილვები მიმდინარეობდა,შეძენის შემდეგ მოდერნიზებულ იქნა ჩვენს სამხედრო სამრეწველო ქარხნებში, უკვე მწყობრში დგანან და ნაწილობრივ შეცვალეს ექსპლუატაციდან გამოსული ძველი ტექნიკა.
– შეიარაღებული ძალების მიერ შეძენილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის არც ერთი ნიმუში საწყობში არ რჩება. ჩვენ ვყიდულობთ იმას, რაც მოცემულ მომენტში გვჭირდება, იმის საფუძველზე, თუ რა სჭირდება ჯარს, რა არის კარგად ათვისებული და რა არის ეფექტური ჩვენი არმიისთვის”.