ეკონომიკამთავარი

სომხეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გადავა

,,არმინფო“ წერს, რომ სომხეთში იწყება სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის თავდაცვის სამინისტროს სფეროდან მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის სფეროსთვის გადაცემის პროცესი. 3 ივნისის სხდომაზე, ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით ცვლილებები შეიტანა  “სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესახებ” და “თავდაცვის შესახებ” კანონებში.
 
სომხეთის რესპუბლიკის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრის მოადგილის გორ მელიქიანის თქმით, ინიციატივა მთავრობის სტრუქტურული ცვლილებებით არის ნაკარნახევი. და 2019 წლის იანვარში ახალი სამინისტროს ჩამოყალიბებით  სამხედრო-სამრეწველო საქმიანობის ფუნქციების თავდაცვვის სამინისტროდან მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროში გადატანით. ”კანონპროექტი გვთავაზობს ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, აგრეთვე მაღალტექნოლოგიური მრეწველობის საქმიანობის მიმართ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს იურისდიქციის გარკვევას, აგრეთვე სხვა უწყებების ფუნქციების და პასუხისმგებლობის ასახვას”,- აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს ტირების  გამოყენებას უახლესი ტექნოლოგიების გამოსაცდელად. მელიქიანის თქმით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მართვის ფუნქციების გადანაწილება საშუალებას მისცემს არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ პოლიციის, ეროვნული უსაფრთხოების და საგანგებო სიტუაციების სამინისტროების უზრუნველყოფას საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებით. მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დისკუსიები სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 2021 წლის სახელმწიფო შეკვეთასთან დაკავშირებით. ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ სამეცნიერო-კვლევით, საკონსტრუქტორო და წარმოების საქმიანობაზე. ასევე მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიანი გეგმების შესამუშავებლად.

ნახეთ მეტი
Back to top button