საზოგადოება

სრულიად სომეხთა კათალიკოსმა განახორციელა ექიმთა კურთხევის წესი.

,,არმენპრესი“ წერს, რომ წმინდა გაიანეს მონასტერში, სრულიად სომეხთა კათალიკოსმა უწმინდესმა და უნეტარესმა, უზენაესმა პატრიარქმა გარეგინ მეორემ აკურთხა ექიმები და სამედიცინო პერსონალი. ამის შესახებ “არმენპრეს” – ს განუცხადეს, საკათედრო ტაძრის საინფორმაციო სისტემის “ფეისბუქზე” განთავსებულ გვერდიდან.

ამასთან დაკავშირებით, ამოღებულ იქნა წმიდა ლუკას წმინდა სახარების რელიქვიები, რომლებიც წმიდა ეჩმიაძინშია დაცული. წმიდა მოციქული მიიჩნევა ექიმთა მფარველ წმინდანად და შუამავლად.

შეტყობინებაში ნათქვამია: ”მისი უწმინდესობა პატრიარქის  ხელმძღვანელობით, წმინდა ეჩმიაძინის ძმობის წევრები, წმიდა ლუკას წმინდა სახარების შუამავლური თხოვნით ღმერთს ევედრებოდნენ რთულ ეპიდემიურ პირობებში ექიმებისა და სამედიცინო მუშაკთა დაცვას, უსაფრთხოებას და მათი თავდადებული შრომის ეფექტურობას.
ცერემონიას ესწრებოდნენ მრავალი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელები, COVID-19 კლინიკების ოფიციალური პირები და ექიმები. კურთხევის დასასრულს, სრულიად სომეხთა კათალიკოსმა სიტყვით მიმართა მთელ ჩვენს ხალხს, კერძოდ ექიმებს და ჯანდაცვის სფეროს ყველა თანამშრომელს.

ნახეთ მეტი
Back to top button