საზოგადოება

ფაშინიანის პრეს-სპიკერმა ილაპარაკა პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის შესახებ

ნიკოლ ფაშინიანის პრეს-სპიკერმა  მანე გრიგორიანმა  ფეისბუქის თავის გვერდძე ჩანაწერი გამოაქვეყნა,სადაც აღნიშნავდა, რომ  ფაშინიანი და მისი ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ.

როგორც პრემიერ მინისტრს, ისე ოჯახის წევრებს არ აქვთ ტემპერატურა. ისინი იზოლირებულნი არიან მთავრობის რეზიდენციაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ”, – წერს გორგორიანი.

უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ  ფაშინიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ამიერიდან სავალდებულო იქნება ნიღბის ტარება ღია ადგილებშიც.

შეგახსენებთ, რომ 1 ივნისს, ფაშინიანის დაბადების დღეს, ცნობილი გახდა, რომ ის და მთელი ოჯახი დაინფიცირდა კორონავირუსით. თუმცა, ფაშინიანი ყოველდღე ბრიფინგს ატარებს, სადაც საუბრობენ კორონავირუსის მიერ გამოწვეულ ვითარებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button