მთავარისაზოგადოება

ცდილობენ სომხეთის თს ჩაითრიონ უკანონო პოლიტიკურ თამაშებში: გაბრიელ ბალაიანი

„სამხედრო მოსამსახურეებს შორის კოვიდ 19 დაინფიცირებულნი ძირითადად საკონტრაქტო და საოფიცრო  შემადგენლობიდან არიან. ესე იგი , ისინი, ვისაც კანონმდებლობის თანახმად  უფლება აქვთ თავისუფალი შესვლა -გამოსვლის. რამდენიმე დაინფიცირების შემთხვევა იყო, აგრეთვე, ვადიან მოსამსახურეებს შორისაც, მაგრამ ისინი უკვე გამოჯანმრთელებულნი არიან. ეს არის კონტროლირებადი სიტუაცია, ნერვიულობა საჭირო არ არის  რაც მთავარია, ამ ყველაფერმა გავლენა არ მოახდინა შეიარაღებული ძალების მზაობასა და საბრძოლო მზადყოფნაზე. გეგმის თანახმად  შეიარაღებულ ძალებში გათვალისწინებული ყველა პროგრამა ხორციელდება“,- ამაზე განაცხადა დღეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გაბრიელ ბალაიანმა პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც  მან ილაპარაკა  შეიარაღებულ ძალებში კორონავირუსის ინფექციის გავრცელების შესახებ. ამის შესახებ სტატიას  აქვეყნებს aravot.am

 მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებს და მათ მშობლებს, რომ ისინი გაგებით მოეკიდნენ შეზღუდვის რეჟიმს.  

ჟურნალისტებმა მინისტრს კითხვა დაუსვეს ვატიკანში სომხეთის ყოფილი ელჩის მიქაელ მინასიანის ბოლო განცხადების შესახებ, სადაც ის აღნიშნავდა, რომ სომხეთი  მონაწილეობს იარაღის უკანონო გაყიდვის სკანდალში. გაბრიელ ბალაიანმა თავის პასუხში აღნიშნა, რომ  ისინი ცდილობენ თავდაცვის სამინისტროს ჩათრევას დაბალი ხარისხის თამაშებში. ოფიციალურად მინდა გამოვაცხადო, რომ 2018 წლიდან, როდესაც შეიქმნა ამჟამინდელი მთავრობა, არ განხორციელებულა ასეთი გარიგება არცერთ მესამე ქვეყანასთან. გარდა ამისა, გასათვალსიწინებელია, რომ არსებობს კანონი ლიცენზიების შესახებ, რომლის 12.1 მუხლი განსაზღვრავს სამხედრო ნაწარმის, იმპორტის, წარმოების, ტრანზიტული გადატანის სამართლებრივ ურთიერთობებს. რაც შეეხება ნიკოლ ფაშინიანის ადრინდელ განცხადებებს გამოსაყენებლად უვარგისი  იარაღის შეძენის შესახებ და შეკითხვას, მონაწილეობდა თუ არა მონაწილეობა დავით ტონოიანი ასეთ გარიგებაში, გაბრიელ ბალაიანმა უპასუხა, რომ დავით ტონაიანს თავდაცვის სამინისტროში არაერთი თანამდებობა ეკავა, მრავალი წლის განმავლობაში იყო მინისტრის მოადგილე და მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ის არცერთი ასეთი გარიგების მონაწილე არ ყოფილა.

„ შეიარაღებული ძალების შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა შეძენილია შეიარაღებული ძალების განვითარების გეგმისა და არაერთი სხვა პროგრამის ფარგლებში. ეს ზუსტად  დაგეგმილი პროცესია, აქ ვერ ვიტყვი, რომ ეს არის უზადო პროცესი, შეიძლება იგააჩნდა ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, მაგრამ ჩემი აზრით ეს ნორმალურია. ერთი კი ცხადია, ყველაფერი კანონის ფარგლებში მიმდინარეობდა“, – თქვა  გაბრიელ ბალაიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button