მთავარისაზოგადოება

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება

,,News.on.ge” წერს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 50 ლარით დაჯარიმდება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 500 ლარით დააჯარიმებენ იურიდიულ პირს, იმ შემთხვევაში, თუ ის ვერ უზრუნველყოფს, რომ შენობაში ფიზიკური პირი პირბადის გარეშე არ შევიდეს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ პრევენციაზე დაფუძნებით უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც უკვე ინიცირებულია და რომლის განხილვაც დაიწყება მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით. რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ეს არის პირბადეების ტარების სავალდებულო წესი” — განაცხადა ოხანაშვილმა.

რაც შეეხება ღია სივრცეს, როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ღია სივრცეებში პასუხისმგებლობა დადგენილი არ არის.

“ღია სივრცეებში არ არის დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, მათ შორის, ღია სივრცეში თავშეყრის დროს უნდა დავიცვათ წესები. თუმცა, ჩვენი ამოცანა არ არის მძიმე ტვირთად დააწვეს ჯარიმა ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მიზანი არ არის სრული შეზღუდვა, ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ ეფექტიანი რეაგირება ამ საკითხებზე”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button