ანალიტიკამთავარი

ერევანი აფრთხილებს. აზერბაიჯანის გლობალური ავანტიურიზმი

Lragir.am- ი თავის გუშინდელ  სტატიაში ეხება სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერ ანა ნაღდალიანის კომენტარს  აზერბაიჯანის მიერ  გაკეთებულ ახალ ანტისომხურ და ომისაკენ მომწოდებელი განცხადებების ახალ ტალღასთან დაკავშირებით.

”არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენადაა  სომხების მიმართ სიძულვილის ენა და ომისაკენ მოწოდებები საშინაო აუდიტორიისთვის განკუთვნილი, მაინც ამგვარი განცხადებები სერიოზულად აზიანებენ სამშვიდობო პროცესს და ეს იმას ნიშნავს, რომ   არა თუ  აზერბაიჯანელი  ხალხი, არამედ აზერბაიჯანის უმაღლესი ხელმძღვანელობაც  მზად არ არის მშვიდობისთვის”, – თქვა ანა ნაღდალიანმა. აზერბაიჯანის ამჟამინდელი მთავრობა, რომელიც ანტისომხურ აგიტაციას გაერთიანების და მთავრობის ლეგიტიმურობის მთავარ წყაროდ მიიჩნევს , წარმოადგენს სერიოზულ  საფრთხეს არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის, სომხეთისა და მთელი სომეხი ხალხის, არამედ რეგიონალური მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვისაც.

სომხეთის წინააღმდეგ ასეთი განცხადებები დიდი ხანია ბაქოს რიტორიკას წარმოადგენს.   რაც, მეტყველებს  პოლიტიკურ-დიპლომატიურ ჩიხზე, რმელშიც ოფიციალური ბაქო აღმოჩნდა.  ამავე დროს, ამ ჩიხში შესვლა ახალი არ არის, მას აქვს მინიმუმ ოთხი წლის ისტორია – 2016 წლის აპრილის წარუმატებლობის შემდეგ. უბრალოდ, ხშირად  ბაქოს უჩნდება იმედი ამ ჩიხიდან გამოსვლისა.

ამჟამად მედგაცრუების მორიგი ეტაპია,  რომელსაც თან სდევს კორონავირუსის ეპიდემიაც. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანი არ კმაყოფილდება ანტისომხური რიტორიკით და  ბოლო დღეებში გამოაფინა  ანტიქართული რიტორიკა და თემებიც. ეს ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანი თავის თავს წარმოიდგენს  რეგიონალური ავანტიურიზმის ლოგიკაში.  აზერბაიჯანი  არ არის დამკვირვებელი, ბაქოს არ აქვს ის პოლიტიკური წონა, რომ გააკეთოს ასეთი “დამოუკიდებელი” დაკვირვებები. როგორც ჩანს,  აზერბაიჯანი „დაკვირვების იარაღია“, რომლის როლშიც ის აღმოჩნდა ალიევის როგორც გარე, ისე შინაგანი პრობლემების გამო.

ეს პრობლემა განსაკუთრებით გამომზეურდა   ამ რამდენიმე დღის წინ,  როცა  ეგრეთ წოდებულ ლტოლვილებთან საუბარში, მისი მამის, ჰეიდარ ალიევის საქმიანობაზე და მისი “სიბრძნის შესახებ” დაიწყო ლაპარაკი. ალბათ, ეს იყო შინაგანი და გარეგანი პოლიტიკური-ფსიქოლოგიური ხაფანგის შეგრძნება, რომელმაც ილჰამ ალიევს აიძულა მოეშველებინა მამის სიტყვები.

ვინ აიძულებს ბაქოს გახდეს რეგიონალური მასშტაბის ავანტიურიზმის „დამკვირვებელი ხელსაწყო“,  ვის აქვს ეს გავლენა ალიევზე?  სავარაუდოდ, ეს არის ერთი მხრიც თურქეთი და მეორე მხრივ რუსეთი, რომლისთვისაც კავკასიაში ნებისმიერი  ახალი  დესტაბილიზაცია დასრულდება სამხრეთის დაშლით.

აღსანიშნავია, რომ დაწოლა  ძლიერდება იმ დროს, როდესაც შეერთებულ შტატებში  შიდა “აჯანყება”  ახდენს ტრამპზე ზეწოლას,  რომლის მხარდაჭერა მოსკოვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კავკასიაში სტაბილურობის საკითხის შესანარჩუნებლად.  შეიძლება სწორედ ეს დაიანგარიშეს,  რომ ტრამპი მეტად არის დაკავებული შიგა პრობლემებით და რუსეთი შეიძლება მარტოდ აღმოჩნდეს.

გუშინ, ჩინეთის პრემიერ მინისტრმა ტელეფონით ესაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრს  და გულისტკივილი გამოთქვა ფაშინიანის კორონავირუსით დაინფიცირებასთან დაკავშირებით. ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეპიდემიის დაწყებიდან, ჩინეთი და სომხეთი მტკიცედ უდგანან  მხარში ერთმანეთს.

სატელეფონო ზარი ერევნისკენ, ეს ანკარისკენ მიმართული სიგნალია, ის რომ  პეკინი კავკასიაში  სრულიადაც არ აპირებს “გამეფებას”  რუსეთის მიერ  დატოვებულ „ნანგრევებზე“ და თანაც არ დაუშვებს, რომ თურქეთი  კავკასიაში „ტახტზე აბრძანდეს“.

ნახეთ მეტი
Back to top button