როდის უპასუხებს ერევანი თბილისს?

,,1In.am“ წერს, რომ საქართველოში გამოქვეყნდა ონლაინ თხოვნა, რომლის ავტორები ხელისუფლებას მოუწოდებენ დაეხმაროს სომხეთს კოროვირუსული კრიზისის დროს და მიიღონ ავადმყოფი სომეხი მოქალაქეები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში. თხოვნას უკვე შეუერთდა საქართველოს 11000-ზე მეტი მოქალაქე.
,,ალიქ მედია“ იუწყება, რომ ქართული მედია და ტელეარხები აქტიურად აშუქებენ ამ საკითხს მას შემდეგ, რაც 4 ივნისს სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ “სამედიცინო დაწესებულებები უკვე იმ მდგომარეობაში არიან, რომ ვეღარ ღებულობენ ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ავადმყოფებს”.
ოპოზიციური პარტიის ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook- ზე სომხეთისთვის მხარდაჭერის წინადადებით გამოდის.
უკანასკნელმა პოსტში დაწერა: ”შეუძლებელია იმის უგულებელყოფა, თუ რა ხდება სომხეთში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ, აშკარაა, რომ დიდი რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ახლა ყველანაირი დახმარება მნიშვნელოვანია. შესაძლებელია, რომ ჩვენ დახმარება აღმოვუჩინოთ დასავლეთთან ფასილიტაციის საკითხში. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავარკვიოთ კონკრეტული საჭიროებები და დავიწყოთ მოქმედება”,- წერს ხოშტარია.
პარტია ,,ლელო“-ს პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი კუპრაძემ მოუწოდა დაეხმარონ სომხეთს, კავკასიის სოლიდარობის გულისთვის.
”აუცილებელია ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა. ერთ მხარეს უნდა გადავდოთ რამდენიმე მინისტრის არაადეკვატური განცხადებები და მეზობლების გვერდით დავდგეთ. მათ ჰყავთ ინფიცირებული ადამიანები, რომელთა ჰოსპიტალიზაცია არ შეუძლიათ. არ უნდა დავუშვათ, რომ ხალხი დაიღუპოს. ადვილად შეიძლება მოიძებნოს დახმარების გზა”.
ინიციატივის ”მრავალეროვნული საქართველო” ლიდერმა, არნოლდ სტეფანიანმა ,,პირველ საინფორმაციო“-სთან საუბრისას განაცხადა, რომ სომხეთის დახმარების ძირითადი მსურველი საქართველოს ახალგაზრდობაა. დადებით თვალსაზრისს გამოხატავენ საქართველოს პოლიტიკური ძალებიც, როგორც ოპოზიციური, ასევე ხელისუფლებაც. ,,დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება, რათა ხელისუფლება დაეხმაროს სომხეთს. გუშინ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე მიმართა სომხეთის ხელისუფლებას, რომ მზადაა დახმარებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოდის, რომ ხელმოწერების შეგროვება მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე და ის დაკმაყოფილდა, ანუ დადებითი გამოხმაურება მიიღო”.
სტეფანიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან ტრადიციულად ყოველთვის იყო გამოხმაურება, როდესაც სომხეთში კატასტროფა ხდებოდა. ”ეს ყოველთვის იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველო ვერაფერს გააკეთებს სომხეთის ხელისუფლების მიმართვის გარეშე. ნებისმიერ შემთხვევაში, სრ ხელისუფლებამ უნდა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას, ამის გარეშე ვერაფერს გააკეთებ. საქართველოს არც თუ იმდენად ბევრი რესურსი აქვს, მაგრამ ის მზად არის დაეხმაროს რითაც შეუძლია, და ქართული საზოგადოების განწყობა სწორედ ასეთია. მე ოდნავ გაკვირვებულიც კი ვარ, რადგან “არმენოფობიის” ფაქტორი ყოველთვის იყო საქართველოში, მაგრამ ახლა ის იმდენად მცირეა, რომ არც კი ჩანს”.
ამავე დროს, არნოლდ სტეფანიანმა აღნიშნა, რომ საქართველოში არ არის იმის დეტალური გაგება, თუ რა ხდება სომხეთში, გარდა იმისა, რომ პანდემიის შეჩერება ვერ ხერხდება. ”ვფიქრობ, რომ აუცილებელია ვიმოქმედოთ ნებისმიერ შემთხვევაში. გამოდის, რომ რესურსი საკმარისი არ არის იმისათვის, რომ მეტი გაკეთდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, იქნებ ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრის ცოდნა არაა საკმარისი. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე მცირე ქვეყნების ჩამონათვალში ვართ, რომ ამ ეტაპზე დადებითი გამოცდილება მივიღეთ. შეიძლება მინიმუმ გაიზიაროთ ეს გამოცდილება, გამოგზავნოთ სპეციალისტები, რომ შეძლონ სწორად მართვა, ექიმები, რომლებიც ამ ეტაპზე ცოტა თავისუფლები არიან, ანუ ვგულისხმობ ადამიანური რესურსების გამოგზავნას. ამ ყველაფრისთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რა სახის მხარდაჭერა სჭირდება სომხეთს, რა დონის დახმარებას ელის, თუ მას ელოდება საერთოდ. ამ დროისთვის, ქართული მხარისგან გაკეთდა ორი განცხადება, ხოლო სომხეთის მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მომხდარა”.
ჩვენმა თანამოსაუბრემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა პოლიტიკის დრო არ არის, ხალხის გადარჩენის დროა. ”დრო არ არის გეოპოლიტიკური თამაშების გატარების, ვაჭრობის, საშინაო პოლიტიკური თამაშებისთვის, ახლა ხალხის გადარჩენის დროა და უბრალოდ უნდა ვიფიქროთ ამაზე”.