მთავარიპოლიტიკა

საქართველოს სიურპრიზი. თბილისმა იცის, რა ხდება სომხეთში

,,Lragir.am” წერს, რომ საქართველოში სომხეთის მხარდასაჭერად იქმნება საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინიციატივა, რომელსაც უერთდებიან აქტივისტები, პოლიტიკოსები და პარტიის ლიდერები. ისინი ამბობენ, რომ სომხეთს, რომელიც ეპიდემიის შედეგად რთულ მდგომარეობაშია, უნდა დაეხმარონ.

სომხეთის კომენდატურამ განაცხადა, რომ განიხილება დახმარებისთვის სხვა ქვეყნების მიმართვის შესაძლებლობა. მიმართავს თუ არა სომხეთი საქართველოს და იქნება თუ არა მთავრობათაშორისი კომუნიკაცია ამ საკითხთან დაკავშირებით?
მაგრამ  უკვე არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი -საქართველოში სწორედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც, როგორც ჩანს, სარგებლობს ინტერნეტით მომხმარებლების უმრავლესობის მხარდაჭერით. ქართული საზოგადოების რეაქცია ძალზე მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ეპიდემიური მდგომარეობის და მისი ჯანმრთელობის დაცვის მხარის მხედველობაში მიღებით, არამედ უფრო ფართო რეგიონალური სიტუაცია.

სომხეთის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვით, საქართველო ფაქტობრივად გამოხატავს სამხედრო-პოლიტიკურ უსაფრთხოების მისწრაფებებს. ერთი რამ, ქართული საზოგადოებისთვის რის წართმევის  მიმართულებითაც მუშაობდა მრავალი რეგიონალური ძალა, რომლებიც დაინტერესებული არიან არ დაუშვან კავკასიის უსაფრთხოების ახალი სისტემის სომხურ-ქართული ღერძის ჩამოყალიბება და ახალი კრისტალიზაცია.

არსებული ვითარება ამ ძალების მიერ განიხილება, როგორც სომხურ-ქართული საზოგადოებრივი, ეკონომიკური-პოლიტიკური, სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის პერსპექტივების ჩაშლის ახალი შესაძლებლობა. ამაში დასარწმუნებლად , საკმარისია გადავხედოთ აზერბაიჯანული პროპაგანდის გვერდებს, სადაც საქართველო და ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები აღმოჩნდნენ სამიზნეში.

სომხეთისთვის დახმარების საზოგადოებრივი ინიციატივა,  ქართული საზოგადოების ჰუნმანიზმის და კეთილმეზობლობის გამოვლენის გარდა ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების გაცნობიერების მნიშვნელოვანი დამოწმებაა.
სომხეთში  არ არის მხოლოდ ეპიდემიის გავრცელება. აშკარაა, რომ ამ ფონზე სომხეთის სუვერენიტეტის მიმართ პრეტენზიულობა მიმდინარეობს. პრეტენზია, რომელიც საფუძვლად უდევს რუსეთის მონარქიას  და სხვადასხვა ღია და ლატენტური ტექნოლოგიებით იკვებება  თურქეთის პრეტენზიებით.

ამჟამად რუსეთი ძალაუფლების საკითხის მოგვარების ყველაზე სერიოზულ ეტაპზე იმყოფება, სადაც პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე სიღრმისეული საკითხი იქნება სწორედ ის, თუ რომელი იდეა გაიმარჯვებს: თურქეთთან სომხურ საკითხში ურთიერთდათმობის მეშვეობით კავკასიის გაყოფის, თუ ახალ მსოფლიო წესრიგში სუვერენულ სომხეთთან თანამშრომლობით კავკასიაში ადგილის და როლის პერსპექტივის.
პირველი იდეის გამარჯვება პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ სომხეთის, არამედ საქართველოსთვის. მეორე შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან საქართველოს საფრთხე პრინციპულად შემცირდება, რაც საშუალებას მისცემს მას უფრო გამბედავი იყოს თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეტენზიების წინააღმდეგ.

ნახეთ მეტი
Back to top button