საქართველო მზადაა დაეხმაროს სომხეთს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში: საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

,,სპუტნიკი სომხეთი“ წერს, რომ საქართველო მზადაა დაეხმაროს სომხეთს კორონავუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ,,რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პანდემიის დროს, საქართველოს ხელისუფლება მუდმივ კავშირშია სომხურ მხარესთან.
“რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებს შორის. კონტაქტები გრძელდება ცალკეული მინისტრების დონეზე. დღეს, საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა (დავით ზალკანიანი და ზოჰრაბ მნაცაკანიანი – რედ.) გაცვალეს ინფორმაცია ქვეყნებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით”, – აღინიშნება საქართველოს საგარეო საქმეთა უწყების განცხადებაში.
კერძოდ, ზალკალიანმა სოლიდარობა გამოუთქვა სომხურ მხარეს და, საქართველოს ხელისუფლების სახელით, კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა დაეხმაროს COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
4 ივნისის მდგომარეობით, სომხეთში დადასტურდა კორონავირუსის ინფექციის 11,221 შემთხვევა. გასული დღის განმავლობაში გამოვლინდა 697 ახალი შემთხვევა. სომხეთში სულ 176 ადამიანი გარდაიცვალა COVID-19 გართულებებიდან.
შეგახსენებთ, 16 მარტიდან სომხეთში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გაგრძელდა 13 ივნისამდე. 18 მაისიდან რესპუბლიკაში ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და სავაჭრო მოლები, სრულად მოიხსნა საზოგადოებრივი კვების ობიექტების ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც მანამდე მხოლოდ ღია სივრცეში მუშაობდნენ. 4 ივნისიდან შემოიღეს მოთხოვნა ნიღბების სავალდებულო ტარების შესახებ.